მსოფლიოს უმსხვილესი სწრაფი კვების ობიექტები
მსოფლიოს უმსხვილესი სწრაფი კვების ობიექტები
8 მარტი / 2016
ისინი, შესაძლოა, საუკეთესო საკვებს არ ამზადებენ, მაგრამ ნამდვილად ამზადებენ მას სწრაფი ადამიანებისთვის. თანამედროვე მსოფლიო წარმოუდგენელია ე.წ. ფასტ-ფუდების გარეშე, რომელთა უმეტესობა სათავეს ამერიკაში იღებს და დღეისათვის მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. დღეს ამ ტიპის რესტორნებს მსოფლიო რესტორნების ინდუსტრიაში ლომის წილი უკავიათ და შესაბამისად, მათი შემოსავლებიც ასეულობით მილიარდ დოლარს აჭარბებს.
წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე დიდი სარესტორნო ქსელის მქონე კომპანიების ათეულს, რომელიც შედგენილია მხოლოდ ქსელის რაოდენობის მიხედვით და არა შემოსავლების ოდენობით. არავისთვისაა ახალი, რომ მსოფლიოს უმსხვილესი სწრაფი კვების კომპანიაა McDonald’s, მაგრამ როგორც ირკვევა, ის არაა ნომერ პირველი კომპანია ობიექტების რაოდენობის მიხედვით. წარმოგიდგენთ ტოპ ათეულს, რომელშიც ათივე კომპანია ამერიკულია.
1. Subway – 1965 წელს კონექტიკუტის შტატში დაარსებული, ნავისებური ბურგერებითა და სალათებით ცნობილი ბრენდია, რომელსაც 2016 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 111 ქვეყანაში 44,603 რესტორანი აქვს. მისი შემოსავლები, რა თქმა უნდა, ჩამორჩება „მაკდონალდსისას“, მაგრამ როგორც გაირკვა, მას უფრო დიდი ქსელი აქვს.
2. McDonald's – 1940 წელს კალიფორნიაში დაარსებული ჰამბურგერებით სახელგანთქმული მსოფლიო ბრენდია, რომელიც ერთგვარი ფუძემდებელია ამ ტიპის რესტორნებისა. 2016 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 119 ქვეყანაში 36 ათას რესტორანს ფლობს და ყოველდღიურად 68 მილიონ ადამიანს ემსახურება.
3. Starbucks - ამერიკული ყავის მოყვარულების საყვარელი რესტორანია, რომელიც 1971 წელს დაარსდა და 2015 წლის მონაცემებით, 23,450 ლოკაციას ფლობს მსოფლიო მასშტაბით.
4. KFC (Kentucky Fried Chicken) - ნამდვილად უძველესი ბრენდი, რომელიც დაარსდა 1930 წელს და სპეციალიზირებულია შემწვარ ქათმებზე. მსოფლიოს 118 ქვეყანაში 18,875 რესტორნითაა წარმოდგენილი და ქვეყნების რაოდენობის მიხედვით, მხოლოდ „მაკდონალდს“ ჩამორჩება. დღეისათის, კომპანია Yum! Brands-ის კუთვნილებაა, რომელიც თავის მხრივ, კიდევ ორ მსხვილ კომპანია Pizza Hut-სა და Taco Bell-ს ფლობს.
5. Burger King – 1953 წელს ფლორიდაში დარსებული ბურგერების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 79 ქვეყანაში 13 ათასზე მეტ ობიექტს ფლობს.
6. Pizza Hut - ყველაზე მსხვილ ამერიკულ
You must have Flash Player installed in order to see this player.
პიცაზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც 1958 წელს დაარსდა და დღეისათვის მსოფლიოს 95 ქვეყანაში 11,139 ობიექტზე ფუნქციონირებს.
7. Dunkin' Donuts – 1950 წელს დაარსებული, დონატებზე, ასევე ცხელ და ცივ სასმელებზე ორიენტირებული მასაჩუსეტსური ბრენდია, რომელიც მსოფლიოს 36 ქვეყანაში 11 ათასამდე ობიექტის მფლობელია.
8. Domino's Pizza - კიდევ ერთი პიცაზე ორიენტირებული ამერიკული ბრენდია, რომელიც 1960 წელს მიჩიგანში დაარსდა და ამ დროისთვის მსოფლიოს 70 ქვეყანაში 10 ათასზე მეტ ლოკაციას ფლობს.
9. Taco Bell – 1962 წელს კალიფორნიაში დაასრებული ბრენდია, რომელიც დღეისათვის მსოფლიო მასშტაბით 6,500-მდე ქსელში ხელმისაწვდომს ხდის მექსიკურ-ამერიკული სამზარეულოსთვის დამახასიათებელ კერძებს, მათ შორის ბურიტოებს, ტაკოებს და ნაჩოსებს.
10. Wendy's – 1969 წელს ოჰაიოში დაასრებული ტიპიურ ბურგერებზე ორიენტირებული ბრედნია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 6,487 კვების ობიექტს ფლობს.

კოკა კვირკველია
კომენტარები (1)
11.03.2016
Givi g
გლდანის შაურმა არაა ათეულში? :)
მსგავსი სიახლეები
გამოცემა „ფორბსმა“ მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური კომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა.
”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში” მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელად დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის წარდგენა კორუფციის ნიშნებს შეიცავს.
ყატარის სუვერენულმა ფონდმა Qatar Investment Authority-მ „ემპაია სტეიტ ბილდინგის“ მფლობელი კომპანიის 9,9%-იანი წილის აქციები შეიძინა.
მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სახელმწიფო შპს შეიქმნება, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.
კომპანია შპს „რეზონი“ პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას და ქართული ბაზრისთვის ინოვაციური, მაღალი ხარისხის 5 ფერიანი ციფრული საბეჭდი დანადგარის ამოქმედებას შეძლებს.
საკონსულტაციო კომპანიამ Challenger-მა და Gray & Christmas-მა ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებში მომუშავეთა შემცირების პროგნოზი 330 ათასიდან 370 ათას ადამიანამდე გაზარდა.
კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ახალი ჰიდროელექტროსადგურის, საგურამოჰესის, ექსპლუატაციაში გასაშვებად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.
სხვადასხვა რესტორანში მუშაობის შემდეგ, ოთხმა შეფ-მზარეულმა საკუთარი ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა.
კომპანია „ცენტრ პოინტი“ მუშაობას წყვეტს.
„ამაზონმა“ ვიდეოთამაშების კიდევ ერთი კომპანია შეიძინა, რომელიც ონლაინ-სპორტის მოყვარულებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
25.08.2016
”თბილისის ზღვის პალაზა” მთელ კავკასიაში საცალო და საბითუმო ვაჭრობის ცენტრი გახდება
სრულად
25.08.2016
ჩანთების მწარმოებელი ქართული კომპანია ”ბეგელსის” პროდუქცია ისრაელისა და საბერძნეთის ბაზარზე გავა.
სრულად
24.08.2016
კომპანია "რუსთავის აზოტში" მუშაობა მიმდინარე გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დროებით შეჩერებულია.
სრულად
24.08.2016
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი ბელგიური კომპანია ”გილიანი” საქართველოში თხილის წარმოებით დაინტერესდა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
25.08.2016
26.08.2016
USD
1
USD
2.2976
2.2857
EUR
1
EUR
2.5915
2.5817
GBP
1
GBP
3.0418
3.0228
RUB
100
RUB
3.5471
3.5239