მსოფლიოში რძე ერთ-ერთი ყველაზე ძვირი საქართველოში ღირს
მსოფლიოში რძე ერთ-ერთი ყველაზე ძვირი საქართველოში ღირს
10 მარტი / 2016
მსოფლიო მასშტაბით, საქართველოში რძის ფასი ერთ-ერთი ყველაზე ძვირია. ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა კატერინა პობერეჟნამ ”რადიო პალიტრის” გადაცემა ”საქმეში” განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულ ბაზარზე არსებული მოთხოვნა ვერ კმაყოფილდება და საქართველოში ნედლი რძის დეფიციტია: ”საქართველოში
You must have Flash Player installed in order to see this player.
რძე ერთ-ერთი ყველაზე ძვირია მსოფლიო მასშტაბით. არის მოთხოვნა ბაზარზე, რომელიც არ კმაყოფილდება. ანუ, ნედლი რძე აქ დეფიციტშია. შესაბამისად, ფასიც ასეთია. თან, ბუნებრივად, რძის ბაზარი დაცულია იმით, რომ ქვეყანაში მოიხმარება სპეციფკიური ტრადიციული პროდუქტები: სულგუნი, იმერული ყველი, მაწონი, რომლის იმპორტი გარედან ვერ ხდება. შესაბამისად, გარკვეულწილად, ეს ტრადიციულობა და მოხმარების კულტურა საქართველოს ბაზარს იცავს”, - განაცხადა კატერინა პობერეჟნამ.

მისივე ინფორმაციით, საქართველომ, პირველ რიგში, წველადობის გაზრდის კუთხით უნდა გადადგას ნაბიჯები: ”საქართველოში ჯერ იმაზე უნდა ვიმუშაოთ, რომ ეფექტიანობა გავაუმჯობესოთ. საქართველოში საშუალო წველადობა არის 1300 ლიტრი წელიწადში ერთ სულზე, ზოგ შემთხევაში, უფრო ნაკლებიც. შედარებისთვის, იგივე მაჩვენებელი უკრაინაში, საშუალოდ 4 400 ლიტრია”, - აღნიშნა კატერინა პობერეჟნამ.

ამავე გადაცემაში სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ კახა სოხაძემ რძის პირველი ეროვნული კონგრესის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც თბილისში დღეს იმართება. ღონისძიების მიზანი საქართველოს რძის სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობა, სურსათის უვნებლობის უახლესი სტანდარტების განხილვა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გავრცელებაა.
კომენტარები (7)
20.03.2016
ყველა
ყველა წარმატებუი დიახაც რომ პროვინციელი იყო . ყველა ჯკვიანი დიახაც რომ გომურშია დაბადებული იესო ქრისტედან დაწყებული ვაჟა ფაველამდე .იურისტობა იმიტომ უნდატ რომ პულსს მხოლოდ ეგენი ხვეპავენ იმსახურებენ ტუ არა იმისდა მიედვიტ საქმეს ტუ ვერ მოიგებენ კლიენტიდან მაინც ქაჩავს .დზალიან კი მეზიზღებიან მაგრამ რას იზავ როცა გჯირდება. სოპლის მეურნეობა საქარტვეოში ამ ყოპაში რომ არის სოპლელის ბრალი კი არ არის ეს მტავრობის ბრალია. უნდა ააშენდეს სატფურები საკვების მარნები მაცივრები ამი ხალლხიც სამსახურებრივად დაკავდება პროდუქტის იმპორტსაც შევდლებტ და რუსეტის ტუ მსოპლიო ბაზარზეც დავიმკვიდრებტ ფეხს. ავიღოტ კარალიოკი და ლეღვი ეს ორი პროდუქტი რუსეტსი და ევროპის ბაზარზე მალე გასაღდება ასევე ამერიკის ბაზარზეც . ნუტუ საქარტველოში ტრაქტორებსს ვერ ააწყობენ როცა ტვიტპრინავებსს უშვებენ? ყოვლ მიწატმოქმედ სოპლელს ტრაქტორი ესაჯიროება . მიეციტ სოპლელებსს მეტი საშვალებაა!!!!!
20.03.2016
თამარი
სოპლელები ტავიანტ ნაწარმსს კვერცხსს და კიდევ სხვა პროდუქტსს რომ ვერ ყიდიან და იძულებულები არიან გროშად გადამყიდველსს ჩააბარონ ბაზარში ესს სად გაგონილაა?? რაა სოპლელი მაშინ სულელები არიან ამდენსს რომ წვალობენ სხვები ამდიდრონ???.ტქვენ მატი პასი არ იციტ? ქალაქელი ვარ მაგრამ სოპელი მირჩევნია რომ მქონდეს . ბევრ სოპელში გზები ისეა წვიმებისგან ჩახერგილი ერტხელ კაცი ტუ ჩამოვა მეორედ იქ ვეღარ მიბრუნდება . სოპლელ ბავშვებსს ბაღები და სკოლები? მიეზიტ სოპელლს გასაქანი გეპიცებიტ ლაღად გაზრდილი სოპლელი ვირტხასავიტ პადვალში ვერ გაძლებს ცხოვრებას . ისეტ მამაპაპეულ სამსარტულიან სახლებსს ტოვებენ მოუვლელს მე ტუ გული მიკვდება რამდენ ჩუმ ცრემლს ყლაპავენ . გასაჯირი მიჩვენეო და გქცევას გიჩვენებო ხომ გაგიგიატ მატაც უჯირტ . დიდი სიამოვნებიტ ვიცხოვრებდი სოპელში გზა და წყალი რომ იყოს .სულ არ მინდა ქტვენი ქალაქი ქალაქელს.
მსგავსი სიახლეები
მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 4,3% შეადგინა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
უცხოური ბალი ჩვენს ხარისგულას გემოთი ვერ შეედრება.
„საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიაში” გაწერილია ის ქმედებები, რომლებიც ხელისუფლების სხვადასხვა შტომ უნდა განახორციელოს
რძის მწარმოებელი კოოპერატივებისათვის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია მიმდინარეობს.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” განცხადებით, ქართულ საწვავის ბაზარზე ხელოვნურად დაჭერილი ფასების პოლიტიკა გრძელდება.
სამშენებლო სფერო საქართველოში წლების განმავლობაში იზრდება და ვითარდება, თუმცა პერიოდულად გარკვეული ჩავარდნები აღნიშნულ სექტორს თან ახლავს.
კომპანიის სამომავლო გეგმებზე საკვები პროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების უმსხვილესი დისტრიბუტორი "ჯიდი ჯგუფი" ბიზნესს აფართოებს.
მსოფლიოს მასშტაბით 2015 წელს ალკოჰოლის გაყიდვები შემცირდა.
მსოფლიოში კენკროვან პროდუქტზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია-აფბას“ ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ კავშირგაბმულობის ბაზარზე არსებული სიტუაცია შეაფასა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
31.05.2016
დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, ვაკის პარკში სასტუმრო ,,ბუდაპეშტი” აღარ აშენდება.
სრულად
31.05.2016
კახელი გლეხების თქმით, თუ ამინდმა ხელი შეუწყო, ყურძნის მოსავალი უხვად იქნება.
სრულად
31.05.2016
"დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ ჩემი ჰობით შეიძლებოდა დამატებითი შემოსავალი მქონოდა. დავიწყე ფოთლოვანი მცენარეების გამრავლებაც"
სრულად
30.05.2016
მეთხილეების მსგავსად, მსხვილი საწარმოს შექმნა და საკუთარი პროდუქციისთვის საბოლოო სასაქონლო სახის მიცემა მალე მეფუტკრეებსაც შეეძლებათ.
სრულად
30.05.2016
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმს დაესწრო, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ გახსნეს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
31.05.2016
01.06.2016
USD
1
USD
2.1472
2.1455
EUR
1
EUR
2.3913
2.3929
GBP
1
GBP
3.1362
3.1391
RUB
100
RUB
3.2507
3.2544