ქართლური ჭარხალი უცხოეთში იყიდება

ჭარხალი ორწლიანი კულტურაა; თუ პირველი მოსავლის შემდეგ მის სადედე ყლორტებს მიწაში ჩატოვებ, მეორე წელიწადს მოსული ჭარხლისგან უკვე თესლსაც მიიღებ. თუმცა თესლი ან გამოვა კარგი, ან არ გამოვა.

ცოტამ თუ იცის, რომ ჩვენი ქვეყნის რამდენიმე მუნიციპალიტეტიდან (გორი, ხაშური, ქარელი, მარნეული...) უცხოეთში ათასობით ტონა ჭარხალი გადის. ამ რეგიონებიდან მთავარი ადგილი უჭირავს ქარელის მუნიციპალიტეტს, სადაც წარსულში შაქრის დასამზადებლად გრანდიოზული საწარმოც აშენდა. რა ჯიშის ჭარხალი მოჰყავთ ქარელელებს და როგორ მოახერხეს მისი საექსპორტოდ გატანა, გვიამბობს ქარელში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო ცენტრის უფროსი ზაზა ბარბაქაძე.

- ნამდვილად საამაყოა, რომ აგარის შაქრის გადამმუშავებელ ქარხანას არას­ოდეს დაუკარგავს ფუნქცია და ავტორიტეტი. მართალია, დღეს შაქარს უცხოეთიდან შემოტანილი შაქრის ლერწმისგან აწარმოებს, მაგრამ უსათუოდ დადგება დრო, როცა ადგილობრივი ჭარხლისგან შაქრის წარმოებას დავუბრუნდებით.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 14 მარტის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ეთერ ერაძე