მთავრობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს კანონპროექტს ამზადებს
მთავრობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს კანონპროექტს ამზადებს
14 მარტი / 2016
საქართველოს მთავრობის დადგენილებით შემუშავდა საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია, რომელიც უკვე პარლამენტშიც წარდგენილია და სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დამტკიცდება. რას გულისხმობს "მცირე და საშუალო საწარმოთა" ბიზნესის შესახებ ახალი კანონპროექტი, რა ცვლილებებს გამოიწვევს იგი საგადასახადო კუთხით, რამდენად არის მასში მცირე და საშუალო მეწარმეთა ინტერესები გათვალისწინებული, ამ საკითხებთან დაკავშირებით გაზეთ "ბანკები და ფინანსებს" "მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის" თავმჯდომარე მიხეილ ჭელიძე ესაუბრა.

- ბატონო მიხეილ, რას გულისხმობს "მცირე და საშუალო საწარმოთა" ბიზნესის შესახებ ახალი კანონპროექტი?
- ეს არის საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმოების განვითარების სტრატეგია, რომელიც გაწერილია 2016-2020 წლებზე და რომლის შესრულებითაც მიიღწევა სამი მთავარი გაზომვადი მიზანი:

* 2020 წლისთვის მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვების ზრდა წლიურად საშუალოდ 10%-ით;
* 2020 წლისთვის მცირე და საშუალო საწარმოებში დასაქმებულთა ზრდა 15%-ით;
* 2020 წლისთვის მწარმოებლურობის ზრდა 7%-ით.

სტრატეგიის შესრულების პროცესში მოხდება მის შესასრულებლად საჭირო სხვადასხვა კანონების და რეგულაციების მიღება.

- რა საკითხებს შეეხება აღნიშნული კანონპროექტი და რამდენად მნიშვნელოვანია მისი მიღება?

სტრატეგია გაშლილია ხუთი მიმართულებით:
1. საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება;
რაშიც იგულისხმება: ბიზნესის დახურვის და გადახდისუუნარობის პროცედურების გამარტივება/გაუმჯობესება. განახლდება მცირე და საშუალო საწარმოთა განმარტებები, რადგანაც 2002 წლის საქსტატის მიერ დადგენილი ნორმები (500,000 ლარის ქვემოთ მცირე, 500,000-დან 1,500,000-მდე საშუალო და 1,500,000 ზევით მსხვილი) არ შეესაბამება 2016 წლის ეკონომიკური განვითარების რეალობას და მითუმეტეს ევროპის ქვეყნებში დადგენილ მცირე და საშუალო ბიზნესის განმსაზღვრელ ნორმებს. მოხდება საწარმოთა სტატისტიკის გაუმჯობესება, რათა უფრო ზუსტად ვიცოდეთ, რომელი დარგი რა ინტენსივობით ვითარდება, სექტორების მიხედვით დასაქმებულების ზრდა როგორ ხდება და ა. შ. გაძლიერდება მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერი ინსტიტუტები (ბიზნესასოციაციები) და საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგი. შეიქმნება ერთგვარი კომუნიკაციის ოფიციალური პლათფორმა, რადგან მთავრობამ უშუალოდ ბიზნესისგან დროულად შეიტყოს მასში არსებული პრობლემები და გაიზიაროს ინიციატივები.

2. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
რაშიც იგულისხმება, მცირე და საშუალო მეწარმეთა ცოდნის ამაღლება ფინანსების გაზრდის (ფუნდ რაისინგ) საკითხებში. ამაღლდება ცნობიერება ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარდა თუ რა რესურსები არსებობს დაფინანსების მოსაზიდად. ხელი შეეწყობა ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას, კერძო საინვესტიციო და ვენჩურული კაპიტალის ფონდების მოზიდვას. გაფართოვდება აწარმოე საქართველოში
You must have Flash Player installed in order to see this player.
პროგრამის არეალი და თანადაფინანსების წილი.

3. მცირე და საშუალო მეწარმეობის უნარების განვითარება და სამეწარმეო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა;
რაშიც იგულისხმება: შრომის ბაზრის საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი დასაქმების და გადამზადების პროგრამების განვითარება. მოხდება მცირე და საშუალო საწარმოთა ტრენინგების საჭიროებათა შეფასება და შემდგომ დაფინანსდება შესაბამისი ტრენინგები. პროფესიული განათლების სისტემა გახდება მეწარმეების მოთხოვნებზე ორიენტირებული და პროფესიული სასწავლებლები პროფესიულ კადრებს მოამზადებენ ბიზნესის საჭიროების მიხედვით. მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე დაემატება საგანმანათლებლო კომპონენტები. მოხდება ქალთა მეწარმეობის წახალისება.

4. ექსპორტის ხელშეწყობა და მცირე და საშუალო საწარმოთა ინტერნაციონალიზაცია;
რაშიც იგულისხმება: DCFTA-ის პერსპექტივების და მოთხოვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მეწარმეობის მხარდაჭერა DCFTA მოთხოვნებთან ადაპტაციაში (გადამზადება, გადაიარაღება). მცირე და საშუალო საწარმოთა ექსორტის სტიმულირება, დაიდება ინფორმაცია საერთაშორისო ბაზრებზე, შეიქმნება საწარმოთა ბაზები და განვითარდება ვებგვერდები (www.trandewithgeorgia.com). მოხდება მეწარმეობის მხარდაჭერა საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების დამყარებაში, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღებაში და უცხოელ ინვესტორებთან კავშირების დამყარებაში.

5. ინოვაციების, კვლევის და განვითარების ხელშეწყობა.
რაშიც იგულისხმება: მცირე და საშუალო საწარმოებში ინოვაციების სტიმულირება და ცნობადობის გაზრდა ინოვაციური მეწარმეობის მნიშვნელობაზე. ხელი შეეწყობათ გამომგონებლებს, რომ მოახდინონ მათი გამოგონების კომერციალიზაცია. საინფორმცაიო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენებით უნარების გაუმჯობესება (ინტერნეტიზაცია) ინოვაციებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება ტექნოპარკების გახსნა ქვეყნის მასშტაბით.

ამ სტრატეგიის მიღება აუცილებელი იყო რადგან ქვეყანაში უნდა არსებობდეს ხედვა და მიზანი თუ როგორ და რა ეტაპობრიობით უნდა გავნითარდეს მცირე და საშუალო ბიზნესი. სტრატეგიაში განსაზღვრულია კონკრეტულ ვადებზე მიბმული ქმედებები და ამ ქმედებების განმახორციელებელი შესაბამისი სამინისტროები, სხვადასხვა უწყებები (მაგ. ეროვნული ბანკი, საქსტატი, მეწარმოების განვითარების სააგენტო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ა. შ.).

- ხელისუფლება რამდენად კეთილგანწყობილია ამ პროექტის მიმართ, როგორ ფიქრობთ, მიიღებს თუ არა პარლამენტი მცირე და საშუალო საწარმოთა შესახებ კანონპროექტს, გამომდინარე იქიდან, რომ უკვე რამდენიმე წელია, მცირე მეწარმეები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად თხოვდნენ ხელისუფლებას მსგავსი ტიპის კანონის მიღებას, არაერთხელ დაწყებულა ამაზე საუბარიც, პარლამენტშიც ყოფილა კანონპროექტი ინიცირებული, თუმცა საბოლოოდ შედეგი არასდროს დამდგარა?
- რა თქმა უნდა, ხელისუფლება კეთილგანწყობილია ამ კანონპროექტის მიმართ. უშუალოდ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროა სტრატეგიის შემმუშავებელი, კოორდინატორი და შესრულება/შეუსრულებლობაზე პასუხისმგებელი. არ ვთვლი, რომ ამ ეტაპზე საქართველოს პარლამენტი დააბრკოლებს ამ სტრატეგიის შესასრულებლად საჭირო კანონების მიღებას.

- საგადასახადო კუთხით, თუ გამოიწვევს ცვლილებებს აღნიშნული კანონპროექტი, თუ არის მოსალოდნელი განსხვავებული დაბეგვრის რეჟიმების შემოღება მცირე ან საშუალო მეწარმეებისთვის?
- ამ ეტაპისთვის ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულია კანონპროექტი "ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგებების აუდიტის შესახებ", რომლის მიხედვითაც მცირე და საშუალო საწარმოებს ხელი შეეწყობა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IEFS for SMEs) დანერგვაში რაც თავის მხრივ გაზრდის მათ მიმართ სანდოობას და დაეხმარება უფრო მარტივად მოიზიდონ საერთაშორისო თუ ადგილობრივი ინვესტორები, პარტნიორები.

- ვინ მოამზადა აღნიშნული კანონპროექტი, თუ მიიღო თქვენმა ასოციაციამ მასში მონაწილეობა და რამდენად არის მცირე და საშუალო მეწარმეთა ინტერესები გათვალისწინებული?

- ამ სტრატეგიის შემუშავებაში ჩართული იყო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და გაზიარებული იქნა ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმატებული პრაქტიკები. ბიზნეს ასოციაციებიდან ჩართული იყო საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია (GSMESA), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (GEA) და საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატა (GCC) და ამ ასოციაციების რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნა სტრატეგიაში. საბოლოოდ სტრატეგია შეიმუშავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 26 თებერვალს.

- ბოლოსთვის კიდევ რაიმეს ხომ არ დაამატებდით?

- ვიმედოვნებ, რომ სტრატეგიით გათვალისწინებული და სამოქმედო გეგმით გაწერილი ყველა ქმედება და ნაბიჯი შესრულდება დროულად და ჯეროვნად შესაბამისი სტრუქტურის მიერ, რაც დასახული მიზნების შესრულების გარანტი იქნება.

ესაუბრა გვანცა გიორგაძე
გაზეთი "ბანკები და ფინანსები"

კომენტარები (4)
15.03.2016
ზურა
სანამ ბანკები "გულაობენ", მანამ ვერაფერი გატოკდება.
14.03.2016
მთიელი
შანსი არაა მცირე მეწარმეობას უშველონ! ყველა უბანში კარფურია, მიუმატე კიდევ უამრავი დიდი ცენტრები და შენ რა უნდა გახსნა, ელემენტარულად რომ ამ პატარა ქალაქში აამუშავო. კვების ობიექტებია და დიდმა ამერიკულმა რესტორნებმა დედა უტირა. ვაწრობაში კი სავაჭრო ცენტრებმა. რაღა დარჩა? სოფელშიც კი ვისაც ფული აქვს შეიძინეს უზარმაზარი მიწები, ტექნიკა და შენ შეეჯიბრე თოხით და ბარით. გამორიცხულია. იქნები სულ სასტუმროს ან რესტორნის თანამშრომელი
მსგავსი სიახლეები
დღეს სასტუმრო ”რედისონში” საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც პროექტ ”Smart Hub - საქართველოს” პრეზენტაცია შედგა.
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ქალაქ შანხაის მერმა იანგ სიონგმა ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის, ქართული პროდუქციის ექსპორტისა და ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, დღეს ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.
ბიზნესისა და დიპლომატიური მისიების თანამშრომლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ჩართულობით აუცილებლად გაგრძელდება
შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო სისტემისადმი ბიზნესის დამოკიდებულების თემაზე ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა.
საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია წარმოადგენს თითქმის ოცი წლის წინ შექმნილი გადამხდელთა კავშირის უფლებამონაცვლეს და აერთიანებს რამდენიმე ათეულ წარმატებულ ბიზნესჯგუფს
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების (CED)“ ფარგლებში”, სასტუმრო ,,რედისონში", არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა.
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ხელისუფლების მიმართ რამდენიმე მოთხოვნა აქვს.
ხალხის კეთილდღეობას ემსახურება ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა, რომელიც სწრაფი განვითარების გარანტი იქნება და ჩვენი მოქალაქეებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის,
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ნინო ჩიქოვანისა და სლოვენიის პალატის ხელმძღვანელ სამო ჰრიბარ მილიჩს პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და სლოვენიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
30.07.2016
დღეს სასტუმრო ”რედისონში” საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც პროექტ ”Smart Hub - საქართველოს” პრეზენტაცია შედგა.
სრულად
30.07.2016
რუსეთში სულგუნის ექსპორტის დაწყების მიზნით, ქართულმა მხარემ „როსსელხოზნადზორს“ თხოვნით მიმართა, ჩაატაროს ქართული რძის გადამამუშავებელი ქარხნების შემოწმება.
სრულად
29.07.2016
რუსული კომპანია „იანდექს ტაქსი“ 2016 წლის ბოლოსთვის საქართველოში, ყაზახეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში შესვლას გეგმავს.
სრულად
29.07.2016
„სამწუხაროა, მაგრამ ეს კომპანია თანდათან მონოპოლისტად ჩამოყალიბდა“
სრულად
28.07.2016
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო თბილისსა და რეგიონებში სპორტული ობიექტების მშენებლობას იწყებს
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
30.07.2016
31.07.2016
USD
1
USD
2.3479
2.3479
EUR
1
EUR
2.6083
2.6083
GBP
1
GBP
3.0898
3.0898
RUB
100
RUB
3.5119
3.5119