წლის მეორე ნახევრიდან დეველოპერები გაყიდვების ზრდას ვარაუდობენ
წლის მეორე ნახევრიდან დეველოპერები გაყიდვების ზრდას ვარაუდობენ
15 მარტი / 2016
სფერო, რომელსაც რეგიონში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი ყველაზე ნაკლებად შეეხო, მშენებლობაა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის პირველი კვარტლიდან მოყოლებული, მეოთხე კვარტლის ჩათვლით, სამშენებლო სექტორში ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. აღნიშნულ სფეროში მოთხოვნა სტაბილურია და დეველოპერები წლის მეორე ნახევრიდან გაყიდვების რაოდენობის ზრდას პროგნოზირებენ.
სამშენებლო კომპანია ,,არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ილია წულაია ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ მიუხედავად შექმნილი კრიზისისა, ფასების 5-10 პროცენტით შემცირების ხარჯზე, დეველოპერებმა მოხმარების შენარჩუნება შეძლეს.
,,თუ შევადარებთ შარშანდელი წლის პირველ ნახევარს და 2014 წლის მეორე ნახევარს, მოთხოვნა შემცირეულია. თუმცა, ფასების 5-10%-იანი კლების ხარჯზე, მოხმარება გარკვეულწილად შენარჩუნდა. საქართველოში სამშენებლო სექტორში დღეს არსებული სიტუაცია რეგიონსა და მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სტაბილურია. ირანზე ემბარგოს მოხსნით ქვეყანაში დამატებითი ფინანსური რესურსები უნდა შემოვიდეს, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ წლის მეორე ნახევრიდან დეველოპერულ სფეროში დადებითი ტენდენციები იქნება და მთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება“, - აღნიშნავს ილია წულაია.
მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს, რომ სამშენებლო ბიზნესს დიდი ბაზარი და
You must have Flash Player installed in order to see this player.
განვითარების ბევრად მეტი პოტენციალი აქვს. მისი თქმით, დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა დღემდე ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობს. ,,გამოკითხვებიც ადასტურებს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს სურს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. დედაქალაქში მოსახლეობის დიდი ნაწილი ავარიულ ბინაში, ,,ხრუშოვკასა” თუ ძველ აშენებულ კორპუსში ცხოვრობს.შესაბამისად, ადამიანი სტაბილური შემოსავლის წყაროს გაჩენისთანავე, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ცდილობს”, - აღნიშნავს როსტომაშვილი.
მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, თუ ევროპის ქალაქებში მოსახლეობის მხოლოდ 15-20 %-ია უკმაყოფილო თავისი საცხოვრებელი ფართით, თბილისში მათი რაოდენობა 90%-ს უდრის.
,,მოთხოვნის ზრდას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში, ეს შედეგია იმ სტაგნაციის, რაც კომუნიზმს ახლდა. იმ პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე 8 კვადრატი ნორმა იყო, რაც რეალურად წარმოუდგენელია. გარდა ამისა, სერიოზული პრობლემა არის დემოგრაფიული თვალსაზრისითაც, ოჯახში რამდენიმე თაობა ერთადაა თავმოყრილი და მათ ბუნებრივად უჩნდებათ ცალკე ცხოვრების სურვილი. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, დღეს უამრავი ადამიანია საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული“, - აღნიშნავს ირაკლი როსტომაშვილი.
მისი თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა სტაბილურია. შესაბამისად მშენებლობების რიცხვიც მაღალია. მისი განმარტებით, სამშენებლო ბაზარზე დიდ გავლენას მოლოდინები ახდენს.
,,უძრავი ქონების ბაზარი პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული ადამიანის კეთილდღეობაზე, მოსახლეობის განწყობაზე. მშენებლობა ყოველთვის იყო ერთ-ერთი წამყვანი დარგი საქართველოში. რაც მთავარია ეს სფერო უამრავი ადამიანის დამსაქმებელია დაწყებული შავი მუშიდან, დამთავრებული მენეჯმენტით”, - აღნიშნავს როსტომაშვილი.

ქრისტინე გამთენაძე
კომენტარები (10)
10.04.2016
Lali
კორპუსის ბინა რომც მაჩუქონ, არ მინდა!!!მით უმეტეს ერთ თვეში აშენებული, საშინელებაა.
17.03.2016
დაგწირეკეტ მაკლერებს იაფად გაკიდინებტ ბინას
იაფი ბინები ქირა გირაო კიდვა 557 144 050
მსგავსი სიახლეები
სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი აშენდება.
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის, ოპეკ-ის წევრი სახელმწიფოები ნავთობის მოპოვების მოცულობის შემცირებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ნიგერიისა და ირანის ნავთობის მინისტრებმა განაცხადეს.
სამშენებლო კომპანია "მოდულის" მიერ დაზარალებულმა მობინადრეებმა მთავარი პროკურატურის წინ აქცია გამართეს.
ნებისმიერი პროფესია გარკვეულ რისკთან და ფსიქოლოგიურ, თუ ფიზიკურ დატვირთვასთან არის დაკავშირებული, მაგრამ არსებობს პროფესიები, რომლებიც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის.
პირველად ქვეყნის ისტორიაში, ირანში საკრედიტო ბარათები შემოიღეს.
საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე ირანულ ინვესტიციებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაცია ARIC LLC-ის ხელმძღვანელს აფზალ რავარის შეხვდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) 125-ე კმ-ზე, მდინარე ჩხერეზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს
სივრცითი მოწყობის პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია ძირითადად დონორი ორგანიზაციების თანხებით დაფინანსდება. 
23 წლის ირანელი პეჯმან ნოზადი წლების წინ იძულებული გახდა, სამშობლო მიეტოვებინა და ახალი ცხოვრება დაეწყო.
ქალაქ ამბროლაურში აეროდრომის მშენებლობა მიმდინარეობს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
30.09.2016
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დასაქმების საერთაშორისო პლატფორმა გაიხსნა.
სრულად
30.09.2016
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სს „საპარტნიორო ფონდსა“ და კანადურ საინვესტიციო “გაზელ ფონდს” (Gazelle Fund) შორის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო
სრულად
30.09.2016
ლელა შაბურიშვილსა და სალომე ლომიძეს თითქმის ერთი წელია საკუთარი ბიზნესი აქვთ.
სრულად
30.09.2016
"სილიკონ ველი თბილისის’’ სივრცეში არსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დასაქმების უპრეცედენტო პროექტს იწყებს.
სრულად
29.09.2016
Samsung Electronics-მა კომპანიის მიერ წარმოებული სარეცხი მანქანების ზოგიერთი მოდელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ აღიარა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
29.09.2016
30.09.2016
USD
1
USD
2.3286
2.3297
EUR
1
EUR
2.6113
2.6132
GBP
1
GBP
3.0283
3.0284
RUB
100
RUB
3.6481
3.6850