Mercedes-Benz ლიდერობას უმიზნებს
Mercedes-Benz ლიდერობას უმიზნებს
15 მარტი / 2016
ცნობილმა პრემიუმ ავტომწარმოებელმა კომპანია Mercedes-Benz-მა საკუთარ სამოდელო გამაში ახალი E class-ის გამოჩენით დაასრულა ”დიდი სამოდელო განახლება”, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს ახალი თაობის A class-ით დაიწყო.
სამოდელო გამაში მომდევნო დიდი განახლება უკვე 2018 წლიდან დაიწყება, თუმცა იმ დრომდე როგორც ჩანს, გერმანული ბრენდი ძველ დიდებას დაიბრუნებს და 2005 წელს BMW-ს სასარგებლოდ დაკარგულ პირველ ადგილს 2020 წელს დაგეგმილის ნაცვლად, წელსვე დაიბრუნებს.

ანალიტიკოსები სულ მცირე მომავალი ორი წლის განმავლობაში ბრენდის ლიდერობას პროგნოზირებენ და ფიქრობენ, რომ მათ ”პრობლემები” წესით 2018 წლამდე არ უნდა შეექმნათ.

Mercedes-მა
You must have Flash Player installed in order to see this player.
მიმდინარე წელს უკვე გაყიდა 284 566 ავტომობილი, BMW-მ - 277 304, ხოლო Audi-მ მესამე ადგილზე გადაინაცვლა და 269 650 ერთეულის რეალიზება მოახერხა. ციფრებზეც კარგად ჩანს, რომ კონკურენცია მიმდინარე წელს ყველაზე მძაფრი იქნება, თუმცა გამარჯვება დიდი ალბათობით ”სამქიმიანებს” დარჩებათ, ვინაიდან მათ ”ბავარიელ” კონკურენტებს მიმდინარე წელს სამოდელო გამაში დიდი ცვლილებები არა აქვთ, ხოლო რაც აქამდე წარმოადგინეს 7 series-ის სახით, ის ჯერ კიდევ 2013 წელს წარმოდგენილ S class-თან მნიშვნელოვნად აგებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია 2020 წლამდე კიდევ 10 სრულიად ახალი მოდელის წარმოებას გეგმავს, თუმცა არის ლიმიტებიც. მაგალითად, უკვე ცნობილია, რომ Mercedes სუბკომპაქტების სეგმენტამდე არ დაეშვება და ახალ Audi Q2-ს კონკურენტს არ დაუყენებს.

კოკა კვირკველია





კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაფერი 2015 წელს დაიწყო, როდესაც ანა რიერა ესპანეთში, Zara-ს ერთ-ერთ მაღაზიაში შევიდა, დააკვირდა მანეკენებს და თავისთვის აღნიშნა: მათი ფეხები გოგონას ხელზე წვრილია.
„თელიანი ველი“ „ჰეინეკენის“, „ამსტელის“ და „კრუშოვიცეს“ ბრენდების ლუდის წარმოებას გეგმავს.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჯეიკობ ზუმამ თავისი ოთხი მეუღლისთვის 11 ავტომობილი ბიუჯეტის ხარჯზე შეიძინა.
თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით, მშენებარე სასტუმროები Marriott-ის ბრენდის -  Autograph Collection-ის ქვეშ გაერთიანდა.
სარეკლამო ბაზარზე ინტერნეტ რეკლამის ზრდასთან ერთად, ერთი შეხედვით ბეჭდური რეკლამა დავიწყებას მიეცა, თუმცა ეს უკანასკნელი მიმზიდველობას მაინც არ კარგავს.
საქვეყნოდ ცნობილმა ვისკიმ Johnnie Walker მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ალკოჰოლური ბრენდის სტატუსი დათმო, რომელსაც 10 წლის განმავლობაში ფლობდა.
,,საქართველოს მომავალს მეცნიერების განვითარებაში ვხედავ, სხვანაირად ეს ქვეყანა განწირულია”
მირზა შაფის ქუჩის განაშენიანებაზე თბილისის არქიტექტურის სამსახური წლებია მუშაობს. სხვა პროექტებთან ერთად დაგეგმილია კემპინსკის სასტუმროს განთავსებაც.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზაარბრიუკენის მოედანზე ”მარიოტის” ქსელის უახლესი ეკონომსეგმენტის ბრენდის - ”მოქსის” კომპლექსის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
1946 წელს იაპონელმა ბიზნესმენმა აკიო მორიტამ, მასარუ იბუკასთან ერთად, მსოფლიოში საქვეყნოდ ცნობილი კორპორაცია Sony დააარსა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
31.05.2016
დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, ვაკის პარკში სასტუმრო ,,ბუდაპეშტი” აღარ აშენდება.
სრულად
31.05.2016
კახელი გლეხების თქმით, თუ ამინდმა ხელი შეუწყო, ყურძნის მოსავალი უხვად იქნება.
სრულად
31.05.2016
"დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ ჩემი ჰობით შეიძლებოდა დამატებითი შემოსავალი მქონოდა. დავიწყე ფოთლოვანი მცენარეების გამრავლებაც"
სრულად
30.05.2016
მეთხილეების მსგავსად, მსხვილი საწარმოს შექმნა და საკუთარი პროდუქციისთვის საბოლოო სასაქონლო სახის მიცემა მალე მეფუტკრეებსაც შეეძლებათ.
სრულად
30.05.2016
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმს დაესწრო, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ გახსნეს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
31.05.2016
01.06.2016
USD
1
USD
2.1472
2.1455
EUR
1
EUR
2.3913
2.3929
GBP
1
GBP
3.1362
3.1391
RUB
100
RUB
3.2507
3.2544