ახალგაზრდა ქართველი ბიზნესმენების წარმატების ისტორიები
ახალგაზრდა ქართველი ბიზნესმენების წარმატების ისტორიები
17 მარტი / 2016
ბიზნესის დაწყება რთულია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უკვე არაერთი ახალგაზრდა ქართველი მეწარმეა, რომელსაც ბაზარზე სხვადასხვა პროდუქციით თავის დამკვიდრების სერიოზული შანსები აქვთ. გთავაზობთ ახალგაზრდა ქართველი ბიზნესმენების წარმატებულ მაგალითებს.

1. ღვინის წარმოება. 22 წლის ქართველმა მეღვინე ბაია აბულაძემ ბრენდი "ბაიას ღვინო" ცოტა ხნის წინ შექმნა. მეღვინეობა და მევენახეობა მისი ოჯახის ტრადიციაა. ამჟამად "ილიაუნის" საჯარო პოლიტიკის მაგისტრატურაზე სწავლობს და თვლის, რომ ამ პროფესიისა და ღვინის ბიზნესის სინთეზი საინტერესოა.

ბაია აბულაძე:
"ეს პროდუქტი ჩვენი ნაწილია, მაგრამ ბიძგი გვჭირდებოდა. ეს ბიძგი კი პროექტი "აწარმოე საქართველოში" გახდა. შემდეგი წარმატებული ნაბიჯი ფერმერთა ასოციაცია და მისი ხელმძღვანელი - ნინო ზამბახიძე იყო, რომლებმაც ვთვლი, რომ "ბაიას ღვინო" ბრენდად გადააქციეს".

2. ვაშლის ჩიფსების წარმოება.
აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები ქართული ვაშლის ჩიფსების წარმოებას იწყებენ, რომელიც ქართულ ბაზარზე რამდენიმე თვეში გამოჩნდება. სტუდენტები უკვე 2 წელია ერთად მუშაობენ და მათი მთავარი მიზანი ჯანსაღი პროდუქტის წარმოებაა. პირველი იდეა ვაშლის ჩიფსების წარმოების შესახებ გუნდმა ბიზნესიდეების ერთ-ერთ კონკურსზე გაიტანა, სადაც პირველი ადგილი მოიპოვა და 5 ათასი ლარი მოიგო. შემდეგი ეტაპი "სტუდენტური ინოვაციების" პროგრამის ფარგლებში TS ფონდის გამოცხადებული კონკურსი აღმოჩნდა, სადაც გუნდმა 10 ათასი ლარის მოგება შეძლო.

პროექტის ხელმძღვანელი, შალვა მძინარაშვილი: "ყველას აინტერესებს, როგორია ვაშლის ჩიფსი. ბაზარზე დიდი დაინტერესებაა. ყველა გვეკითხება, როდის გამოვა. აქამდე ჩიფსებს მცირე მასშტაბით ვაწარმოებდით. დანადგარი ჩვენ თვითონ ავაწყეთ. უნივერსიტეტმა ფართი გამოგვიყო, სადაც დანადგარის განთავსება შევძელით. ზოგადად, რთულია შექმნა კომპანია, რომელიც მხოლოდ ვაშლის ჩიფსებს აწარმოებს და მოგებაზე იმუშავებს, ამიტომ ჩვენ სხვა პროდუქციების განვითარებაზეც ვმუშაობთ. სამომავლოდ, ვაშლის ჩიფსების ექსპორტზე გატანასაც არ გამოვრიცხავთ."

3. სოკოს წარმოება.
სოფელთან ურთიერთობის შენარჩუნების მოტივით დაწყებული სოკოს წარმოება თელავში, სოფელ კურდღელაურში 2 წლის წინ დაიწყო. ამ ყველაფრის სათავეში კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მელანო დადალაური დგას.
You must have Flash Player installed in order to see this player.
იყო ჩავარდნებიც, წარუმატებლობებიც, მაგრამ დღეს სოკოს წარმოება ვითარდება და პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე - თელავში იყიდება. ცოტა ხნის წინ მელანო დადალაური საერთაშორისო გლობალური გაერთიანების "ახალგაზრდა პროფესიონალები სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის" YPARD წევრი გახდა. YPARD აერთიანებს ახალგაზრდა ფერმერებს, მკვლევარებს, პოლიტიკის შემუშავებაში ჩართულ პირებს, აგრომეწარმეებს და ა.შ. მსოფლიოს მაშტაბით. მელანო აქტიურად ეწევა სოკოს პოპულარიზაციას, რაშიც სოციალური ქსელის, "ფეისბუქის" გვერდი ეხმარება.

მელანო დადალაური: "მშობლები ყოველთვის გვერდით გვიდგანან და ეს ჩვენი წარმატების ფორმულაა. მოგეხსენებათ, ბევრი ახალგაზრდა ტოვებს სოფელს, ეს ლოგიკურიცაა, ისინი უკეთეს მომავალზე ფიქრობენ და ზრუნავენ თვითგანვითარებაზე, თუმცა სასურველია, შემდეგ ისინი სოფლებში თუ არ დაბრუნდებიან, მცირედი წვლილი მაინც შეიტანონ რეგიონულ განვითარებაში".
განაგრძეთ კითხვა
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
,,სილიკონ ველი თბილისის’’ სივრცეში არსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დასაქმების უპრეცედენტო პროექტს იწყებს.
ჯანსაღი კვება და ჯანმრთელი ცხოვრების წესი ოცდამეერთე საუკუნის ნამდვილი გამოწვევაა. სარესტორნო ბიზნესი ამ გამოწვევას საქართველოშიც თანდათან ფეხს უწყობს.
საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენა გაიმართა.
”რთველი 2016”-ის ფარგლებში, ღვინის კომპანიებს ყურძენი 15 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთაც შემოსავლების სახით 77,6 მლნ ლარი მიიღეს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე დღეს ტანსაცმლის ბიზნესში დასაქმებულ მიმწოდებლებს შეხვდა.
ბიზნესასოციაციებთან ერთად განვიხილეთ რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის DCFTA-ის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობები
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესსექტორთან მრგვალი მაგიდა მიმდინარეობს. შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, დღეს, საგამოფენო ცენტრ ”ექსპო-ჯორჯიას“ 11-ე პავილიონში ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენა გაიმართება.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და კომპანია ”სილქნეტს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, შევარდნაძის პერიოდში ბიზნესგარემო უფრო თავისუფალი იყო, ვიდრე სააკაშვილის დროს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
29.09.2016
Samsung Electronics-მა კომპანიის მიერ წარმოებული სარეცხი მანქანების ზოგიერთი მოდელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ აღიარა.
სრულად
29.09.2016
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიჩნიგაურში ხილის გადამამუშავებელი საწარმო „იბერია ფრუტსი“ ამოქმედდა.
სრულად
29.09.2016
,,სილიკონ ველი თბილისის’’ სივრცეში არსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დასაქმების უპრეცედენტო პროექტს იწყებს.
სრულად
29.09.2016
ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ეიფორია“ გაიხსნა.
სრულად
29.09.2016
ჯანსაღი კვება და ჯანმრთელი ცხოვრების წესი ოცდამეერთე საუკუნის ნამდვილი გამოწვევაა. სარესტორნო ბიზნესი ამ გამოწვევას საქართველოშიც თანდათან ფეხს უწყობს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
29.09.2016
30.09.2016
USD
1
USD
2.3286
2.3297
EUR
1
EUR
2.6113
2.6132
GBP
1
GBP
3.0283
3.0284
RUB
100
RUB
3.6481
3.6850