რაჭაში ლორის საწარმო აშენდება

ამბროლაურში რაჭული ლორის მწარმოებელი საწარმოს მშენებლობა იგეგმება.

როგორც შპს ,,რაჭული ლორის” დამფუძნებელი ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, პროდუქცია პირველ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივი სამომხმარებლო ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.

მისი ინფორმაციით, პროდუქტი შეფუთული და ბრენდირებული იქნება და ერთი კილოგრამი ლორის სავარაუდო ფასი 25 ლარით განისაზღვრება.

,,ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ ქარხნის წლიური წარმადობა 20 ტონა იქნება და დასამუშავებელ ხორცს ადგილობრივი მოსახლეობისგან შევიძენთ. სხვა დეტალების დასაზუსტებლად ჯერჯერობით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს”, - აღნიშნავს შპს „ქართული ლორის” დამფუძნებელი.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე