მსოფლიოს შოკოლადის მწარმოებელი უდიდესი კომპანიების ტოპ 10

წარმოგიდგენთ მსოფლიოს 2015 წლის უმსხვილესი შოკოლადის მწარმოებელ კომპანიათა ტოპ-ათეულს, რომელშიც, როგორც მოსალოდნელი იყო, ლიდერობენ ამერიკული გიგანტები, როგორებიცაა "მარსი" და "ჰერშისი". ათეულში სამი ამერიკული კორპორაცია, ორი შვეიცარიული, ორი იაპონური, თითო არგენტინული, თურქული და იტალიური კომპანიები მოხვდა.

1. როგორც მოსალოდნელი იყო, წმინდა გაყიდვების მაჩვენებლით სიის სათავეში მოხვდა ამერიკული Mars, Inc, რომლის ბრენდებს შორის არის ისეთი პოპულარული შოკოლადები, როგორიცაა: ბაუნტი, დავი, სნიკერსი, მილკი-ვეი, ტვიქსი, სკიტლსი და ემ ანდ ემსი.

2. რეიტინგის ამ პოზიციაზე კიდევ ერთი ამერიკული კომპანია Mondelez გავიდა, რომელიც ასევე რამდენიმე ბრენდს აერთიანებს, თუმცა საქართველოში მისი ალბათ, ყველაზე ცნობილი ნაწარმია ბარნი და მილკა.

3. მესამე ადგილზეა მსოფლიოს ნამდვილად უმსხვილესი საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Nestlé, მაგრამ კონკრეტულად შოკოლადების წარმოებაში ის მესამე ადგილზეა. რაც შეეხება ცნობილ ბრენდებს, ეს კომპანია 100-მდე სახეობის შოკოლადს აწარმოებს, თუმცა საქართველოში თავად ნესტლეს, ნათსისა და კიტ-კეტის შოკოლადებითაა მეტად პოპულარული.

4. პეტრო ფერეროს მიერ 1940 წელს დაარსებული იტალიური Ferrero SpA რეიტინგში მეოთხეა. ის ბავშვების საყვარელი ნუტელასა და კინდერის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც წელიწადში 365 ათას ტონა ნუტელას აწარმოებს. კომპანია დღესაც ფერეროების ოჯახის კუთვნილებაა და მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე დახურულ კომპანიად, რომლის სათავო ოფისი არა იტალიაში, არამედ ლუქსემბურგში მდებარეობს.

5. Meiji Co Ltd უძველესი იაპონური ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიაა, რომლის ნაწარმიც საკუთრივ იაპონიის გარდა ნაკლებად ცნობილია, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე ის ნამდვილი გიგანტია.

6. Hershey Co ათეულში წარმოდგენილი მესამე ამერიკული ჰოლდინგია, რომელიც ამერიკის მასშტაბით კიტ-კეტს აწარმოებს, თუმცა ამ ბრენდის გარდა, ის ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე ათეული სახეობის შოკოლადითაა წარმოდგენილი.

7. Lindt - ჯერ კიდევ 1845 წელს დაარსებული შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც ე.წ. ასაწონი შოკოლადებისა და „საშობაო ბაჭიების“ წარმოებითაა სახელგანთქმული. მისი პროდუქცია საქართველოშიც ცნობადია და მსოფლიოს მასშტაბით ხუთამდე სახელობით რესტორანსაც ფლობს.

8. მერვე ადგილზე არგენტინული კომპანია Arcor მოხვდა, რომელიც საკუთრივ არგენტინაში ყველაზე მსხვილი კომპანიაა და მისი პროდუქცია მსოფლიოს 120 ქვეყანაში იყიდება.

9. Ezaki Glico Co იაპონური ტკბილეულის მწარმოებელი უძველესი კომპანიაა, რომელიც 1922 წელს ოსაკაში დაარსდა.

10. ათეულს ასრულებს კარგად ცნობილი თურქული კომპანია Yildiz Holding, რომელიც საკუთრივ რამდენიმე ათეულ საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიას ფლობს, მათ შორის არის შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი Ülker და არც მეტი არც ნაკლები, მსოფლიოში სახელგანთქმული პრემიუმ ხაზის ბელგიური შოკოლადების მწარმოებელი კომპანია Gopa.

კოკა კვირკველია