10 ყველაზე დიდი კოოპერატივი საქართველოში
10 ყველაზე დიდი კოოპერატივი საქართველოში
22 მარტი / 2016
1990-იანი წლების შემდეგ საქართველოში სოფლის მეურნეობამ რეგრესი განიცადა.
მნიშვნელოვნად შემცირდა მესაქონლეობა, ხილის, ჩაის და ციტრუსების წარმოება, ზოგიერთი წამყვანი დარგი კი განადგურების პირას მივიდა. ამ სიტუაციაში ეკონომიკის ექსპერტების და ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაცია ფერმერული მეურნეობების განვითარება და კოოპერატივების შექმნაა. სწორედ ამ მიზნით მიიღეს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“, რომელიც კოოპერატივების შექმნის წესებს განსაზღვრავს და შეიქმნა სსიპ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, რომელსაც ამ პროცესის წარმართვა ევალება. კანონის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა მინიმალური რაოდენობა 5-ით განისაზღვრა, ხოლო მაღალმთიან რაიონებში - 3-ით. როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში ამბობენ, 2016 წლის 17 მარტის მდგომარეობით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მინიჭებული აქვს 1 378 კოოპერატივს.

გთავაზობთ ყველაზე მრავალრიცხოვანი და წარმატებული კოოპერატივების ათეულს საქართველოში. ათეული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით არის შედგენილი.

„დარჩელის თხილი“
კოოპერატივი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში შეიქმნა. დარჩელი საკმაოდ დიდი სოფელია - მისი მოსახლეობა 6400 ადამიანს აჭარბებს, ალბათ ამიტომაც დაარსდა აქ საქართველოში ყველაზე დიდი კოოპერატივი, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 2015 წლის აგვისტოში მიენიჭა. კოოპერატივში გაერთიანებულია 599 მეპაიე, მათი ძირითადი საქმიანობა მეთხილეობაა.
კოოპერატივი „ჭარნალი“
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭოროხის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს უძველესი სოფელი ჭარნალი. აქ აჭარლების გვერდით ცხოვრობენ XIX საუკუნეში აფხაზეთიდან გადმოსახლებული მუჰაჯირების შთამომავლები. სწორედ ამ ლამაზ სოფელში შეიქმნა კოოპერატივი „ჭარნალი“, რომელშიც გაერთიანებულია 157 მეპაიე. მათი ძირითადი საქმიანობა მეციტრუსეობაა.
„გურიის თხილი“
აჭარლებს არც გურულები ჩამორჩნენ და საქართველოს პირობებში საკმაოდ დიდი კოოპერატივი ჩამოაყალიბეს, რომელშიც 134 მეპაიე გაერთიანდა. კოოპერატივი „გურიის თხილი“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი საქმიანობის სფერო მეთხილეობაა.
კოოპერატივი „ლაზი“
კოოპერატივი „ლაზი“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი
You must have Flash Player installed in order to see this player.
სახელი ძველი ლაზეთის სახელწოდებიდან მოდის. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 2015 წლის ივლისში მიენიჭა. კოოპერატივში გაერთიანებულია 90 მეპაიე და მათი მთავარი საქმიანობა მეთხილეობაა.
კოოპერატივი „ხალა“
ეს კოოპერატივი ქობულეთში შეიქმნა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 2014 წლის ოქტომბერში მიენიჭა. კოოპერატივში 73 მეპაიეა გაერთიანებული. „ხალას“ ძირითადი საქმიანობა მეციტრუსეობა და მეხილეობაა.
„მასაური“
აჭარის ულამაზეს ადგილას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოქმედებს კოოპერატივი „მასაური“, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 2014 წლის ოქტომბერში მიენიჭა. კოოპერატივში გაერთიანებულია 64 მეპაიე. მათი საქმიანობის სფერო მეფუტკრეობა და მეციტრუსეობაა.
კოოპერატივი „ქესალო“
გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 2015 წლის აპრილში მიანიჭეს. გაერთიანებულია 53 მეპაიე. „ქესალოს“ ძირითადი საქმიანობაა მესაქონლეობა.
„ღორჯომი“
კოოპერატივი „ღორჯომი“ წალკის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მიენიჭა 2015 წლის მაისში. ამ კოოპერატივში 38 მეპაიეა გაერთიანებული. მათი საქმიანობის სფერო მებოსტნეობა, მემარცვლეობა, მესაქონლეობა და მეფუტკრეობაა.
„თრიალეთი 2015“
წალკის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მოზრდილი კოოპერატივი მოქმედებს, რომელსაც „თრიალეთი 2015“ ეწოდება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 2015 წლის მაისში მიენიჭა. მასში გაერთიანებულია 34 მეპაიე. კოოპერატივის წევრების ძირითადი საქმიანობა მემარცვლეობა, მებოსტნეობა და მესაქონლეობაა.
„ადიგენის ნობათი“
ალბათ სახელწოდების მიხედვითაც მიხვდით, რომ ეს კოოპერატივი ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. „ადიგენის ნობათს“ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 2015 წლის დეკემბერში მიენიჭა. მასში 47 მეპაიეა გაერთიანებული, მეპაიეების მთავარი საქმიანობა მესაქონლეობა და რძის პროდუქტების წარმოებაა.

ხათუნა ჩიგოგიძე
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
რძის მწარმოებელი კოოპერატივებისათვის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია მიმდინარეობს.
ბოლო ათი დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ყველაზე მეტად საქართველოს ორი რეგიონი - შიდა ქართლი და კახეთი დააზარალა.
ქართულ თაფლის საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.
ფერმერები სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის განაკვეთების ცვლილებას ითხოვენ.
26 წლის ბათუმელი თომა ხალვაში პროფესიით აგროინჟინერია. მისი ყოველი დღე დილის 6 საათზე, სახლიდან 35 კილომეტრის დაშორებით მდებარე ფერმერულ მეურნეობაში იწყება და ძირითადად, გვიან ღამემდე გრძელდება.
შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონების შემდეგ, ქვემო ქართლში მცხოვრები ფერმერები აგროდაზღვევის განახლებულ პროექტს გაეცნენ, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში აცხადებენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორ ლევან შონიასთან ერთად, წალენჯიხაში ადგილობრივ ფერმერებს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა გააცნო.
24 წლის გეგი აფციაურმა 5 თვეა, რაც ბავშვობისდროინდელი ოცნება აისრულა და საკუთარი მეურნეობის შექმნის იდეა საბოლოოდ განახორციელა.
,,ბიზნესპრესნიუსი“ კიდევ ერთ ახალგაზრდა მეწარმეს გაგაცნობთ.
ბამბუკი აფრიკის ქვეყნების ერთ-ერთ სიმდიდრეს წარმოადგენს. აფრიკაში ამ უნიკალური მცენარის ორი-მესამედი ეთიოპიაში იზრდება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
24.05.2016
”რაკია ჯორჯიას” საკუთრებაში არსებული სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასი” და საქართველოში არსებული მისი სხვა აქტივები დაყადაღებულია
სრულად
24.05.2016
ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი, გაერო-ს ელჩი ლტოლვილთა საკითხებში და ქალთა უფლებების მცველი ანჯელინა ჯოლი ლონდონის ეკონომიკის სკოლის (LSE) სამაგისტრო კურსის მიწვეული ლექტორი გახდა.
სრულად
24.05.2016
სამშენებლო სფერო საქართველოში წლების განმავლობაში იზრდება და ვითარდება, თუმცა პერიოდულად გარკვეული ჩავარდნები აღნიშნულ სექტორს თან ახლავს.
სრულად
23.05.2016
ბათუმის Twin Tower  მსოფლიოში მეექვსე ადგილზე იქნება აპარტამენტების რაოდენობით
სრულად
23.05.2016
ბიზნესსექტორი მიიჩნევს, რომ "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონპროექტის არსებული სახით მიღება დაუშვებელია.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
24.05.2016
25.05.2016
USD
1
USD
2.1459
2.1474
EUR
1
EUR
2.4045
2.4014
GBP
1
GBP
3.1047
3.1324
RUB
100
RUB
3.1996
3.2100