თბილისში Georgetown American-ის ბურგერ-რესტორანი იხსნება

ამერიკიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული სანდრო შელია თბილისში ამერიკული ბურგერების რესტორანს Georgetown American-ის რესტორანს ხსნის.

რესტორანი მომხმარებელს გემრიელი და ხარისხიანი ინგრედიენტებისგან დამზადებულ ბურგერებსა და ნამდვილ ფილადელფიურ ჩიზსტეიკს შესთავაზებს.

„ამერიკიდან საქართველოში ცოტა ხნის წინ დავბრუნდი, სამშობლოში კი საკმაოდ ბევრი პროექტის განხორციელებას ვგეგმავ. ქველმოქმედების პარალელურად, რამდენიმე დღეში თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ამერიკულ ბურგერ-რესტორანს Georgetown American-ს გავხსნით. ჩვენი ამბიციაა შევთავაზოთ თბილისელებს ყველაზე გემრიელი და ხარისხიანი ინგრედიენტებისაგან დამზადებული ბურგერები და აუთენტური ფილადელფიური ჩიზსტეიკი“, - აღნიშნა სანდრო შელიამ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე