ჟურნალი "ფლეიბოი" იყიდება

კომპანია Playboy Enterprises მამაკაცების ჟურნალის „ფლეიბოის“ გაყიდვას გეგმავს.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გარიგების თანხამ შესაძლოა, 500 მილიონ დოლარს მიაღწიოს.

გამოცემის ცნობით, ამერიკული ჟურნალის გაყიდვები წლიდან წლამდე იკლებს. 1975 წელს - პოპულარობის პიკზე „ფლეიბოი“ 5,6 მილიონიანი ტირაჟით გამოიცემოდა. ჟურნალის ამჟამინდელი ტირაჟი კი 800 ათასია.

გასულ წელს „ფლეიბოიმ“ უარი თქვა შიშველი მოდელების ფოტოების გამოქვეყნებაზე.

2007 წელს ამერიკული ჟურნალის ქართული ვერსია საქართველოშიც გამოვიდა, თუმცა რამდენიმე ნომრის გამოცემის შემდეგ "ფლეიბოის" ქართული ვერსია დაიხურა.