"გუდმეილი" - ახალი სტარტაპი ქართულ ინტერნეტ ბაზარზე

ქართულ ინტერნეტ ბაზარზე Goodweb-ის სტარტაპი ,,გუდმეილი” გამოჩნდა.

პროგრამა მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.

როგორც ,,გუდმეილის” დირექტორმა თეიმურაზ კევლიშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, პროგრამა საშუალებას აძლევს ადამიანს, შექმნას უნიკალური ელ-ფოსტა თავისი სახელისა და გვარის მიხედვით, GMAIL-ისა და HOTMAIL-ის გამოყენების გარეშე.

,,ეს არის უნიფიცირებული მეილი, რომლითაც ადამიანი ქმნის საკუთარ ბრენდს და ამით სხვებს კომუნიკაციას უმარტივებს. იდენტური სახელითა და გვარით იქმნება მხოლოდ ერთი კომბინაცია. ბრენდირების თემა გლობალურ თემად გადაიქცა და ჩავთვალეთ, რომ ქართველი მომხმარებლისთვის კარგი იქნებოდა ამ ტიპის მომსახურების შეთავაზება”, - აცხადებს თეიმურაზ კევლიშვილი.

მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც თეიმურაზ კევლიშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე სტარტაპის წარმატებაზე საუბარი რთულია. იდეის ავტორები წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, მომხმარებელთა აქტიურობას ელოდებიან.

ქრისტინე გამთენაძე