"ჯი-ემ-პიმ" ესპანეთში ახალი მედიკამენტის წარმოება დაიწყო

ფარმაცევტულმა საწარმომ, "ჯი-ემ-პიმ" ესპანეთში ახალი მედიკამენტის წარმოება დაიწყო. პრეპარატის წარმოებასთან დაკავშირებით "ჯი-ემ-პიმ" მემორანდუმი კომპანია "კერნ ფარმასთან" გააფორმა. ესპანეთში წარმოებული მედიკამენტი როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიყიდება. ფარმაცევტული საწარმო "ჯი-ემ-პი" ამ დროისთვის საქართველოსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში 200-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე