ლეგენდარული London Taxi ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაშიც ივლის

London Taxi Co-მ, რომელიც წარმოადგენს ჩინური კომპანია Geely-ს ბრიტანულ სუბსიდიას,  62 მილიონი დოლარის ღირებულების 10 წლიანი კონტრაქტი მოიგო. შეთანხმების თანახმად, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კომპანია ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას სულ ცოტა 1000 ერთეულ ტაქსის მიაწვდის. ავსტრალიის ქალაქ პერტში კი უკვე მოძრაობს 100 ასეთი ტაქსი.

ავტომობილი, სახელწოდებით TX4, ამ დროისთვის ინგლისში, ქოვენტრიში მდებარე ქარხანაში იწარმოება. ჩინური კომპანია კი გეგმავს დამატებით 300 მილიონი გირვანქა სტერლინგის ინვესტირებას, რომლის ფარგლებში ქალაქ ანსტში (ინგლისი) ახალი კვლევისა და განვითარების ცენტრის, ასევე, დამატებით ახალი ქარხნის შექმნა იგეგმება. როგორც ირკვევა, ანსტში დაგეგმილია ყოველწლიურად სულ ცოტა 36 ათასი ავტომობილის წარმოება, რაც ათჯერ აღემატება ქოვენტრის ქარხნის ამჟამინდელ შესაძლებლობებს.

ჩინური კომპანია Geely, რომელიც 2006 წლიდან London Taxi-ში წილის მფლობელი იყო, 2013 წლიდან მისი 100%-იანი მფლობელია. ეს კომპანია ასევე ფლობს ცნობილ შვედურ ბრენდს Volvo.

კოკა კვირკველია