დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო პორტალი შეიქმნება

ახლო მომავალში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სამთავრობო პორტალი შეიქმნება.

პროექტზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს. როგორც უწყების შრომის ბაზრის ანალიზის სამმართველოს უფროსი გიორგი გამყრელიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, პორტალი სამსახურის მაძიებლებს შრომის ბაზრის ინდიკატორების განსაზღვრაში დაეხმარებათ.

,,ეს არის ინოვაციური მიგნება, რომელიც ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილშიც კი არ არის აქამდე დანერგილი. პორტალის მეშვეობით, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, დასაქმების ტენდენციები სექტორების მიხედვით ნახონ. ამ ინსტრუმენტის წყალობით, ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებას და საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე მიწოდებას მოვახერხებთ. ეს დაეხმარებათ როგორც სამსახურის მაძიებლებს, ისე დამსაქმებლებს,”- განაცხადა გიორგი გამყრელიძემ.

როგორც უწყებაში განაცხადეს, ვებპორტალზე მუშაობა დაწყებულია და სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის მას უკვე საბოლოო სახე მიეცემა.

ქრისტინე გამთენაძე