ბაზარზე ”ფილიპ მორისის” ბრენდის სიგარეტები დაბრუნდა

სიგარეტის ჯიხურებში ”ფილიპ მორისის” ბრენდები უახლოეს დღეებში გამოჩნდება.

როგორც ჯიხურის გამყიდვლებმა ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადეს, ბაზარზე ”ფილიპ მორისის” ბრენდის სიგარეტები უკვე დაბრუნდა და მიმდინარე კვირაში, სავარაუდოდ, დისტრიბუტორები ჯიხურებს მოამარაგებენ.

”სამშაბათი იყო მათი დისტრიბუციის დღე. სამაშაბათს გამოჩნდებიან ალბათ”, - აღნიშნა ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

„ფილიპ მორის ინთერნეიშენალი" მსოფლიოში თამბაქოს მწარმოებელი

ნომერ პირველი საერთაშორისო კომპანიაა, რომელსაც ეკუთვნის თამბაქოს ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა „მარლბორო“, „პარლამენტი“, L&M, „ჩესტერფილდი“ და „ბონდ სტრიტ“. ქართულ ბაზარზე ამ სიგარეტების რეალიზაცია რამდენიმე თვეა შეჩერებულია.

არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი ბაზრიდან რამდენიმე დასახელების სიგარეტის გაყიდვის შეჩერება „ფილიპ მორისსა“ და „ომეგას“ შორის დაპირისპირების გამო მოხდა.