ნიკა გილაური -  დარწმუნებული ვარ, ბევრს გაუხარდება პატარა ქართული კომპანიის ასეთი წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური "ფეისბუქზე" საკუთარი კომპანიის "რეფორმატიკსის" შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ ნიკა გილაურის პოსტს:

"პირველად ვდებ ჩვენი კომპანიის - "რეფორმატიკსის"- შესახებ ინფორმაციას. ძალიან მეამაყება, რომ ამ სამი წლის განმავლობაში არა მარტო მსოფლიოში ყველაზე დიდი საკონსულტაციო კომპანიის პარტნიორები ვიყავით (და დღემდე ვართ), არამედ ჩვენით 20-ზე მეტი ქვეყნის მთავრობასთან გვქონდა რეფორმების შესახებ კონსულტაციები - ზოგან რამდენიმე პრეზენტაციით შემოიფარგლა ჩვენი ურთიერთობა ამ მთავრობებთან, ზოგანაც გრძელვადიანი ხელშეკრულები გავაფორმეთ. ამ ეტაპზე, 3 კონტინენტზე, 10 ქვეყნის მთვარობასთან ვმუშაობთ - ეკონომიკის სწრაფი ზრდის, სახელმწიფო სექტორის რესტრუქტურიზაციის და ახლებური მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბების საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, ბევრს გაუხარდება პატარა ქართული კომპანიის ასეთი წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოს სახელის ასეთი რეკლამა მსოფლიოში", - წერს ნიკა გილაური.

საკონსულტაციო კომპანია "რეფორმატიკსი" 2012 წელს დაარსდა.