ქართული ნატურალური წვენები, შესაძლოა, ამერიკის ბაზარზე გავიდეს

ქართული ნატურალური წვენების მწარმოებელმა კომპანიამ “ლივო” ამერიკაში პროდუქციის საცდელი პარტია გააგზავნა. 

ამის შესახებ კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა ლევან არქანიამ ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

”ამ ეტაპზე მხოლოდ ქართული წვენების საცდელი რაოდენობა გავაგზავნეთ. მოწონების შემთხვევაში, შესაძლოა, ჩვენი წვენები ამერიკის ბაზარზე მოხვდეს”, - აღნიშნა ლევან არქანიამ.

შპს “ლივო” 2013 წლის 21 იანვარს დაარსდა. კომპანია საქართველოსა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ხილისგან დამზადებული ნატურალური წვენების რეალიზაციას ახდენს. ნატურალური წვენები აჭარაში, ბათუმში შპს ,,ციტროს’’ კუთვნილ საწარმოში მზადდება. ამ დროსათვის ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი სახეობის წვენები – ლიმონი, ფორთოხალი, ატამი ციტრუსით (მიქსი), წითელი ფორთოხალი, ციტრუსების მიქსი (ციტრო), ალუბალი, შინდი, პომიდორი, ქლიავი, ტყემალი, ატამი.

”წვენები პირდაპირი გამოწურვის მეთოდით ისხმება და ჩამოსხმულია შუშის ბოთლებში, რაც მაქსიმალურად უნარჩუნებს წვენს სასარგებლო თვისებებს და განუმეორებელ არომატს. საწარმოში დასაქმებულია 20-მდე ადამიანი”, - აცხადებენ კომპანიაში.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე