„ჰენკელმა“ გარდაბანში საწარმოს მშენებლობა დაასრულა

მსოფლიოში ერთ-ერთმა ცნობილმა გერმანულმა კომპანია ,,ჰენკელმა” გარდაბანში საწარმოს მშენებლობა დაასრულა.

საწარმო წებოვან და მოსაპირკეთებელ საშუალებებს გამოუშვებს. როგორც საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში ,,ბიზნესპრესნიუსს” განუცხადეს, მაისის პირველ ნახევარში საწარმო ოფიციალურად გაიხსნება.

,,შენობა უკვე დასრულებულია. დანადგარები დამონტაჟებულია. კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენლები ბოლო ცვლილებებს ახორციელებენ”, - განაცხადა ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენელმა.

,,ჰენკელის” წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. ექსპორტი კი მეზობელ ქვეყნებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში განხორციელდება.

ქიმიურ სექტორში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ,,ჰენკელი” გერმანიაში დაფუძნდა. მსოფლიო მასშტაბით ,,ჰენკელი” 50 000 ადამიანს ასაქმებს და მისმა გაყიდვება 2014 წელს 16.4 მილიარდი ევრო შეადგინა. გარდაბანში საწარმო ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას აპირებს.

ქრისტინე გამთენაძე