ბიტკოინის შემქმნელის ვინაობა ცნობილი გახდა

ავსტრალიელი კრეიგ რაიტის განცხადებით, კრიპტოვალუტა ბიტკოინის შემქმნელი თავად გახლავთ.

ამის შესახებ მან ცნობილ გამოცემებთან ინტერვიუში განაცხადა. „ბიბისისთან“ საუბრისას, რაიტმა ელექტრონული ხელმოწერა დატოვა და ის კრიპტოგრაფიული გასაღები გამოიყენა, რომელიც პირველი ბიტკოინის შექმნისას იქნა გამოყენებული.

ამ დრომდე ბიტკოინის შემქმნელად ვინმე სატოში ნაკამატო ითვლებოდა. თუმცა, წლების განმავლობაში უცნობი იყო, ვინ იმალებოდა ამ ფსევდონიმის უკან.

გასული წლის დეკემბერში ჟურნალებმა Wired და Gizmodo გამოაქვეყნეს ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმად ბიტკოინის შემქმნელი სწორედ კრეიგ რაიტი იყო.

„არ მინდა, რომ საჯარო ყურადღების ქვეშ მოვექცე. მინდა ჩვეულებრივად ვიმუშავო და ვაკეთო ის, რაც მინდა. არ მინდა არც ფული და არც დიდება. მინდა, რომ მშვიდად ვიცხოვრო და თავი დამანებონ“, - განაცხადა „ბიბისისთან“ ინტერვიუში რაიტმა.

დღესდღეობით მიმოქცევაში თითქმის 15,5 მილიონი ბიტკოინია. ერთი ბიტკოინი დაახლოებით 449 დოლარის ტოლფასია. ბიტკოინით ინტერნეტში პროდუქციისა და მომსხურების შეძენაა შესაძლებელი.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე