„ნოკიამ“ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში „მეგაფონის“ მომსახურებაზე უარი თქვა

ფინურმა კომპანია Nokia Networks-მა უარი თქვა რუსული კომპანია „მეგაფონის“ მიერ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამოყენებული მოწყობილობის მომსახურებაზე.

Cnews-ის ინფორმაციით, ამის გამო „მეგაფონი“ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული ქსელების ჩინელი ვენდორების მოწყობილობაზე გადაყვანას გეგმავს.

გამოცემის ცნობით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე „აკვაფონისა“ და "ოსტელეკომის“ ოპერატორები მუშაობენ.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრის გიორგი კაბისოვის თქმით, Nokia Networks-ის გადაწყვეტილება პოლიტიკურია და რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების დაძაბვას უკავშირდება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე