ქართული წარმოების LED ტელევიზორების გაყიდვა მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყება

ქართული წარმოების LED ტელევიზორები ბაზარზე მაისის შუა რიცხვებში გამოჩნდება.

ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსს” ქართულ-აზერბაიჯანული კომპანია AG TELECOM-ის დირექტორმა განუცხადა.

პირველ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს ორი სახის პროდუქციას შესთავაზებს. 32 და 40 ინჩიანი ტელევიზორები ბაზარზე იმპორტირებულს გაუწევს კონკურენციას. მიხეილ ღლონტის განცხადებით, დასაწყისში ქართული პროდუქციის ღირებულება 32 ინჩიანის შემთხვევაში 195, ხოლო 40 ინჩიანის - 300 დოლარი იქნება. თუმცა, კომპანია ახლო მომავალში ფასების დაწევას გეგმავს.

,,მივაგენით ისეთ მეთოდს, რომლის მეშვეობითაც, შევძლებთ მომხმარებელს უფრო მეტად კონკურენტუნარიანი ფასები შევთავაზოთ. ამაზე მუშაობა გრძელდება”, - განაცხადა მიხეილ ღლონტმა.

პროექტის ფარგლებში 300 ათას დოლარიანი ინვესტიცია განხორციელდა. AG TELECOM-ის ქარხნის მშენებლობა 2013 წელს ქართველი ბიზნესმენების მიერ განხორციელებული ინვესტიციის შედეგად დაიწყო.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე