საქართველოში Royal Crown Cola-ს ჩამოსხმა იწყება

Royal Crown Cola-ს ამერიკული წარმატების 111 წლიანი ისტორია საქართველოში გრძელდება. კომპანია „ზედაზენის“ საწარმოში დღეიდან Royal Crown Cola-ს ჩამოსხმა დაიწყება. საზეიმო ცერემონიალს Royal Crown Cola-ს ბიზნესის განვითარებისა და მარკეტინგის ვიცე-პრეიზიდენტი მოში კოჰენი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

"ეს არის სასმელი, რომელიც თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს მსოფლიოს გარშემო აერთიანებს. ჩვენ ვართ წარმოება, რომელიც მსოფლიოს უდიდეს ბრენდებს და წარმოებებს ერთ დიდ, ზედაზენის ოჯახში გააერთიანებს“, - აცხადებს ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა მიქაცაძე.

მისივე თქმით, სასმელი რომელიც საუკუნეზე მეტია, ამერიკული პოპულარული კულტურის გამორჩეული ნაწილია, საქართველოს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება.

RC Cola-ს წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯიის შტატში, 1905 წლიდან დაიწყო. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მისი ეროვნულ სასმელად ჩამოყალიბება.

„აზროვნების ინდივიდუალობა, უცვლელი გემო და თავისუფლება - სწორედ ეს თვისებები გამოარჩევს RC Cola-ს სხვა გამაგრილებელი სასმელებისგან“, - აცხადებენ კომპანიაში.