გუდიაშვილის მოედანზე სასტუმრო და გალერეა აშენდება

თბილისის განვითარების ფონდმა გუდიაშვილის მოედნის საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია გამართა. პროექტები მოედნის მიმდებარედ მიწის ნაკვეთებზე ახალი შენობა-ნაგებობების განთავსებას ითვალისწინებს. აბესაძის ქუჩაზე გალერეა მოეწყობა, აბო თბილელის ქუჩაზე კი სასტუმრო და კაფე-ბარი აშენდება. სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით 7-8 თვეში დაიწყება. გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე