საქართველოდან აშშ-ის მიმართულებით პირდაპირი ფრენები განიხილება

"ჰუალინგ ჯგუფმა” საქართველოში ავიაკომპანია დაარეგისტრირა, რომელიც თავდაპირველად აზია-საქართველო-ევროპის მიმართულებით იფრენს,

ასევე განიხილება პირდაპირი ფრენები აშშ-ს მიმართულებით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, დღეს გაიმართა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, რომელზეც ,,ჰუალინგ ჯგუფმა” დაადასტურა, რომ საქართველოში ავიაკომპანია დაარეგისტრირეს.

,,ავიაკომპანია შემოიყვანს 2 ბოინგს 737, ხოლო შემდგომში კიდევ ერთ ბოინგს 777-ს, რომელიც ძალიან დიდი ხომალდია. თავდაპირველად ფრენები იქნება აზია-საქართველო და ევროპის მიმართულებით და პირიქით, ხოლო შემდგომაში უკვე იქნება აშშ-ში პირდაპირი ფრენები განხილული, რაც ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე