ხარვეზები, რომლებიც სახელმწიფო ტენდერების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებშია

სპეციალისტებს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დაგეგმილი ცვლილებების ნაწილთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ. სექტემბრიდან არსებული ელექტრონული ტენდერის ალტერნატივის ამოქმედება იგეგმება, რომლითაც მონაწილე კომპანიებისთვის კონკურენტების შეთავაზებებთან წვდომა შეიზღუდება და ტენდერში გამარჯვებული ვაჭრობის გარეშე გამოვლინდება. ამასთან, შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მონაცემები იქნება. გადასახადის გადამხდელთა კავშირში აცხადებენ, რომ ახალი მექანიზმი კომპანიების მხრიდან სხვადასხვა არაკეთილსინდისიერი ქმედების პრევენციას მოახდენს. თუმცა კავშირში აღნიშნავენ, რომ ამ მექანიზმმა შესაძლოა კონკურენცია შეზღუდოს და სახელმწიფო უწყებებმა შესყიდვებზე თანხების დაზოგვა ვერ მოახერხონ. ამასთან, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ამჟამად არსებული ფასწარმოქმნის დასაბუთების მექანიზმი არასწორია.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე