უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელის Wal-Mart-ის დამფუძნებელი, ამერიკელი მეწარმე სემ უოლტონი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია.
უოლტონმა ბიზნესი გასული საუკუნის 60-იან წლებში დააფუძნა. თავდაპირველად Wal-Mart ერთი პატარა მაღაზიით იყო წარმოდგენილი, რომლის მფლობელსაც სხვებისგან ის გამოარჩევდა, რომ მაღაზიას ყველაზე გვიან ხურავდა და მუშაობას დღესასწაულებზეც აგრძელებდა, როცა სხვა ყველა მაღაზია დაკეტილი იყო. დღეს Wal-Mart მსოფლიოს უამრავ ქვეყანაშია წარმოდგენილი და 11 527 მაღაზიას ფლობს. მისი თანამშრომლების რაოდენობა 2,2 მილიონს აღწევს.
გთვაზობთ სემ უილტონის 9 რჩევას ბიზნესმენებისთვის:
იყავით ბიზნესის ერთგული;
უწილადეთ მოგება მაღაზიის პერსონალს;
იყავით "მოულოდნელი" თქვენი კონკურენტებისთვის;
განიხილეთ პრობლემები პერსონალთან ერთად;
დააფასეთ ის, რასაც აკეთებენ თქვენი თანამშრომლები;
იზეიმეთ წარმატება;
მხედველობაში მიიღეთ თითოეული თანამშრომლის აზრი;
აკონტროლეთ ხარჯები;
აირჩიეთ ბიზნესში არატრადიციული გზა.