"შერატონ მეტეხი პალასი" დაყადაღებულია

"შერატონ მეტეხი პალასი" დაყადაღებულია - "რაკია ჯორჯია" დავას სასამართლოში აგრძელებს

"რაკია ჯორჯიას" საკუთრებაში არსებული სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასი" და საქართველოში არსებული მისი სხვა აქტივები დაყადაღებულია", - ამის შესახებ ავსტრიული საინვესტიციო კომპანია Vl 2 Partnerst GmbH-ის წარმომადგენელმა მარკ-მილო ლუბემ და მისმა ადვოკატმა დავით ასათიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. როგორც მარკ-მილო ლუბემ აღნიშნა, 2011 წელს ”რაკია ჯორჯიამ” "შერატონ მეტეხი პალასის" გაყიდვის მიზნით ინვესტორის მოძიება დაიწყო. იმავე წლის 8 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი და ”შერატონ მეტეხი პალასის” გასაყიდ ფასად განისაზღვრა 62 მილიონ 500 ათასი აშშ დოლარი.