მეფუტკრეობის კოოპერატივების გაერთიანება და საწარმოს შექმნა იგეგმება

მეთხილეების მსგავსად, მსხვილი საწარმოს შექმნა და საკუთარი პროდუქციისთვის საბოლოო სასაქონლო სახის მიცემა მალე მეფუტკრეებსაც შეეძლებათ. როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, იგეგმება მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის განვითარება, რომლის ფარგლებშიც კოოპერატივები გაერთიანდებიან და საწარმოს შექმნიან. სააგენტოში განმარტავენ, რომ ერთიანი საწარმო მეფუტკრეებს ბაზარზე ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარებათ. ამასთან, მალე დაიწყება პროგრამის მესამე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც თაფლის მწარმოებლებს სხვადასხვა ინვენტარი გადაეცემათ. ასევე, პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს თაფლის ხარისხის კონტროლი. ამ მიმართულებით მეფუტკრეებისთვის 1-ლი ივლისიდან დამატებითი რეგულაციები ამოქმედდება.

იხილეთ ვიდეო PAITRANEWS-ზე