შპს BOLERO & COMPANY-ს და შპს „გრუზვინპრომის“ ალკოჰოლური სასმელების ქარხნის პრეზენტაცია გაიმართა

შპს BOLERO & COMPANY-ს და შპს „გრუზვინპრომის“ ალკოჰოლური სასმელების ქარხნის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ.

”Bolero & Company“ 2012 წელს დაარსებული წარმატებული კომპანიაა, რომელმაც საქმიანობა საკონიაკე სპირტების წარმოების სფეროში დაიწყო და მალე ლიდერი პოზიცია დაიკავა საექსპორტო ბაზარზე.

ამჟამად კომპანია წარმატებით ახორციელებს ჩამოსხმული პროდუქციის - ღვინისა და ბრენდის ექსპორტს რუსეთის, უკრაინის, ჩინეთის ბაზრებზე”, - განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.