რა ეფექტი ექნებათ რობოტებს სამუშაო ადგილებზე?

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ეკონომიკის, ვაჭრობისა და სამრეწველო ინტიტუტის ვიცე-პრეზიდენტის მასაიუკი მორიკავას კვლევას აქვეყნებს.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ინფორმაციულ-ტექნოლოგური რევოლუციის შემდეგ, 90-იანი წლების მეორე ნახევარში პროდუქტიულობის ზრდა ჩქარი ტემპებით განვითარდა. თუმცა, 2000-იანი წლების შუაში პროდუქტიულობის ეფექტი ტრადიციულ IT სფეროში დაშრა. დღეს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ეფექტები, რომლითაც მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას ახასიათებენ, მომავალი ეკონომიკური და საზოგადოებრივი ყურდღების ცენტრში მოექცა და მრავალი არგუმენტი გაჩნდა იმ შესაძლო ეფექტებისადმი, რაც შესაძლოა, მეოთხე ინდუსტრიულმა რევოლუციამ გამოიწვიოს.

განსჯის მთავარი საკითხი - ადამიანური მუშახელის რობოტებით ჩანაცვლებაა. იაპონიის მთავრობამ უკვე დაიწყო ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტების შექმნაზე მუშაობა. რობოტული რევოლუციის საინიციატივო საბჭომ 2014 წელს შეადგინა 5-წლიანი მოქმედების გეგმა რობორტების რევოლუციის რეალიზებისათვის. უამრავი კვლევაა ჩატარებული იმის თაობაზე, თუ როგორ აისახება ხელოვნური ინტელექტი და რობოტები დასაქმებაზე. 2013 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, არსებობს დიდი რისკი, რომ მომავალში რამდენიმე სამუშაო სრულად ჩანაცვლდეს კომპიუტერიზაციით, მათ შორის მუშახელი - რობოტებით.

კარლ ფრეისა და მაიკლ ოსბორნის კვლევებით, ამერიკაში დასაქმებულ პირთა 47% კომპიუტერიზაციის რისკის ქვეშაა. 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ისტორიული გაკვეთილი, რომელიც მე-18 საუკუნეში ინდუსტრიულმა რევოლუციამ გვასწავლა, მიუთითებს იმაზე, რომ კომპიუტერების და რობოტების მიერ ნაწარმოები პროდუქტებითა და სერვისებით, ამ ინოვაციებით შეიქმნება აქამდე წარმოუდგენელი ახალი სამუშაო სივრცეები.

„რა ეფექტი ექნება რობოტიკას ბიზნესზე“, - ამ კითხვით მიმართეს ბიზნეს კომპანიის წარმომადგენლებს. გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ მესვეურები დადებითად უყურებენ ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის შესაძლო ეფექტებს, თანამშრომლები კი ნეგატიურად აფასებენ, რადგან შიშობენ, რომ უსამსახუროდ დარჩებიან.

თუ კომპანიის დამოკიდებულებასა და მათი დასაქმებულების განათლების დონეებს შევადარებთ, ირკვევა, რომ ფირმებს, რომლებიც პოზიტიურ ეფექტს ელიან ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკისგან, თავის ბიზნესში უმეტესად უმაღლესი განათლების მქონე კადრები ჰყავთ. დაბალია აკადამიური განათლების დონე იმ თანამშრომლებში, რომელთა დამსაქმებლები რობოტიკას ნეგატიურად აფასებენ.

„ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურობაში გადმოტანამ შესაძლოა, შეცვალოს განათლების სისტემა. დაიწყოს უმაღლესი განათლების წარმოება, რათა საგანმანათლებლო სისტემა დაეწიოს ტექნოლოგიურ პროგრესს. იმისთვის, რომ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ტექნოლოგიები დაფუძნდეს და ამასთან შენარჩუნდეს ადამიანთა დასაქმება, აუცილებელია ადამიანური კაპიტალის განახლება, მაგალითად პოსტ განათლება და კურსდამთავრებულთა გადამზადება“, - ნათქვამია სტატიაში.