ონლაინ გამოცემა TNW (The Next Web)-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე 9 000-ზე მეტი გავლენიანი ინვესტორი, ტექნოლოგიური სფეროს ავტორიტეტული წარმომადგენლები და ჟურნალისტები 200 სტარტაპს ეცნობიან და საუკეთესო მათგანს ავლენენ.
გთავაზობთ TNW-ის კონფერენციის შედეგად გამოვლენილ 2016 წლის საუკეთესო სტარტაპებს.
Picovico
ქვეყანა: ნეპალი
მოხმარებლის ფოტოებიდან ავტომატურად ქმნის ვიდეოს სლაიდ-შოუს სახით
Outlife
ქვეყანა: დანია
მსოფლიოში პირველი სოციალური ქსელი ლგბტ თემის წარმომადგენელთათვის, რომელიც ქსელის მომხმარებელს უსაფრთხო გარემოში კონტენტის ერთმანეთში გაცვლის შესაძლებლობას აძლევს.
Xetal
ქვეყანა: დანია
სტარტაპი ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც შენობაში ადამიანის ადგილმდებარეობის განსაზღვრის საშუალებას იძლევა რაიმე დამატებითი მოწყობილობების გარეშე. ამასთან, აუცილებელი არ არის ადამიანს თან ჰქონდეს მობილური ტელეფონი.
Catenda
ქვეყანა: ნორვეგია
პროგრამული უზრუნველყოფა BIM და „ჭკვიანი“ მშენებლობებისთვის, რომელიც კომპანიებს მშენებლობისას სახსრების დაზოგვის საშუალებას აძლევს.
Skiplino
ქვეყანა: ბაჰრეინი
მომხმარებლისთვის ერთ-ერთ ყველაზე გამაღიზიანებელ პრობლემას - რიგში დგომას წყვეტს. სტარტაპი საშუალებას აძლევს მომხმარებელს სმარტფონის ავტომატიზირებული აპლიკაციის მეშვეობით რიგი აკონტროლოს.
Sortlist
ქვეყანა: ბელგია
ინტერნეტ-ინსტრუმენტი ბიზნესისთვის, იპოვოს არასტანდარტული გზები მარკეტინგულ და საკომუნიკაციო სააგენტოებთან ურთიერთობისთვის.
Thirtymin
ქვეყანა: ირლანდია
სტარტაპი მსოფლიოს ცნობილ ადამიანებთან 30-წუთიან შეხვედრებს გთავაზობთ.
Nowhere
ქვეყანა: შვედეთი
მსოფლიოს ყველა რესტორნის შესახებ რეკომენდაციებს აძლევს მომხმარებელს.
checkin 101
ქვეყანა: ახალი ზელანდია
შექმნილია ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო ორგანიზიების პრეზენტაციებისთვის მსოფლიოს მასშტაბით. პროექტი სპეციალურ check-in ანალიტიკას იყენებს.
TeamLeader
ქვეყანა: ბელგია
ეხმარება მცირე ბიზნესს სწრაფი და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც საბოლოოდ ბიზნესის წინსვლის შესაძლებლობას იძლევა.
Mymanu
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
უსადენო ყურსასმენი ხმოვანი თარჯიმნითა და პორტატული აუდიო სპიკერით.