მსოფლიოში საუკეთესო რესტორნად იტალიური Osteria Francescana დასახელდა

მსოფლიოში საუკეთესო რესტორნად იტალიაში მდებარე Osteria Francescana დასახელდა.

ის პირველი იტალიური რესტორანი გახდა, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

რეიტინგში, რომელიც გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა Restaurant-მა შეადგინა, მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორანი დასახელდა.

მეორე ადგილი დაიკავა შარშანდელმა გამარჯვებულმა, ესპანურმა El Celler de Can Roca-მ, მესამე ადგილზე კი ნიუ იორკში მდებარე Eleven Madison Park გავიდა.

საუკეთესო ათეულში მოხვდნენ რესტორნები ავსტრიიდან, დანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, იაპონიასა და პერუდან.

გამოცემა Restaurant აღნიშნულ რეიტინგს 2002 წლიდან აქვეყნებს.

ჟიურიში შედის 972 ექსპერტი, მათ შორის ჟურნალისტები, შეფ-მზარეულები და რესტორნების მფლობელები.

გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონია ნიუ იორკში გაიმართა.