"ბიზნესდაჯილდოება 2016" - ნომინაციები, რომლებშიც "თიბისი ბანკი" და "ჯეოსელი" გამარჯვებულებს გამოავლენენ

"თიბისი ბანკი" და "ჯეოსელი" ერთობლივ პროექტს - "ბიზნესდაჯილდოება 2016"-ს გამართავენ. ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კომპანიებს, რომლებიც ოპერირებენ საქართველოში, დარეგისტრირებულნი არიან 2016 წლამდე და მათი წლიური ბრუნვა არ აღემატება 10 მილიონ ლარს. პროექტის ორგანიზატორთა განცხადებით, ბიზნესდაჯილდოების მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაა. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ნომინაციებში - წლის ტურისტული ბიზნესი; წლის აგრობიზნესი; წლის ქართული პროდუქტი; წლის ინოვაციური ბიზნესი; წლის მარკეტინგული კამპანია; წლის მცირე ბიზნესი და წლის ბიზნესი. კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის აპლიკაციების მიღება 21 ივნისიდან დაიწყო და 15 აგვისტომდე გაგრძელდება. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია ნოემბერში გაიმართება. აპლიკაციები მიიღება ონლაინ, მისამართზე: Businessaward.ge. ბიზნესდაჯილდოებას ყოველწლიური ხასიათი ექნება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე