Mitsubishi Motors-ის სუფთა წაგება 1,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

Mitsubishi Motors-ის პროგნოზით, წლევანდელ ფინანსურ წელს კომპანიის სუფთა წაგება 1,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

Mitsubishi Motors-ში აცხადებენ, რომ თანხის რეკორდული ოდენობა კომპენსაციის სახით გაცემულ ხარჯებსა და გაყიდვების მკვეთრ შემცირებას უკავშირდება.

მიმდინარე წლის აპრილში იაპონურმა ავტომწარმოებელმა ოფიციალურად აღიარა, რომ წლების განმავლობაში Mitsubishi Motors-ის ოთხი მოდელის საწვავის ხარჯის სატესტო მონაცემებს აყალბებდა, რასაც საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა.

იაპონურ ავტოკონცერნში აცხადებენ, რომ აღნიშნული ავტომობილების ყველა მფლობელი კომპენსაციის სახით 960 აშშ დოლარს მიიღებს.