ბათუმი-თბილისის მიმართულებით Skybus-მა პირველი ფრენა შეასრულა

ყაზახური ავიაკომპანია Skybus ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით შიდა ავიარეისებს ზაფხულის სეზონზე განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ”ტავ ჯორჯია” ავრცელებს. კომპანიისვე ინფორმაციით, ფრენები 24 ივნისიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს CRJ100 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

”აღსანიშნავია, რომ 2 ივნისიდან, ყაზახურმა ავიაკომპანია SkyBus-მა ყოველდღიური ჩარტერული რეისების შესრულება, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან, ყაზახეთის რვა ქალაქის მიმართულებით დაიწყო”, - აცხადებენ ”ტავ ჯორჯიაში”.

ყაზახური SkyBus 2008 წელს დაფუძნდა. ამჟამად ავიაკომპანია ჩარტერულ რეისებს დსთ-ს და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით ასრულებს.