შვედურმა კომპანია Ikea-მ MALM-ის კარადების პარტიის გაყიდვიდან ამოღების გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიზეზი რამდენიმე ბავშვის დაღუპვა გახდა.
Ikea-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ 2014 წლიდან დღემდე, 3 მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა მას შემდეგ, რაც MALM-ის კარადები გადაყირავდა და ქვეშ ბავშვები მოიყოლა.
მიღებული გადაწყვეტილებით, კომპანია შეაჩერებს MALM-ის კარადების გაყიდვას, ხოლო კლიენტებს დაუბრუნებს თანხას, მაღაზიაში ახალი პროდუქციის შეძენის მიზნით.
ამერიკული მედიის ცნობით, Ikea 29 მილიონი კარადის ამოღებას გეგმავს.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე