ქართული ღვინო vs პოპულარული საერთაშორისო ღვინოები

ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი YouTube-ის საკუთარ გვერდზე ქართული ღვინის შესახებ ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც უცხოელ მომხმარებლებს ურჩევს, არჩევანი ქართულ ღვინოზე შეაჩერონ.

„მსოფლიოში დღეს ღვინის უამრავი სახეობაა. მაშინ, როცა 500-ზე მეტი ადგილობრივი სახეობის ღვინო არსებობს, ქართული ღვინო ცოტა არის, შესაძლოა, ის უცხო იყოს თქვენთვის. შევეცდებით მცირე გზამკვლევი წარმოგიდგინოთ და დაგეხმაროთ იმის გარკვევაში, რომელი ქართული ღვინო იქნება თქვენთვის შესაფერისი“, - ამბობს ღვინის მაგისტრი,  დებრა მეიბურგი ვიდეოში და ღვინის მოყვარულებს მწვანე ყურძნის ჯიშისგან დამზადებული მშრალი თეთრი ღვინის „გორული მწვანეს“, „ცოლიკაურის“, „ქისის“ დაგემოვნებას ურჩევს.

„მომდევნო ჯერზე, როდესაც თეთრ ღვინოს შეუკვეთავთ, დააგემოვნეთ ახალი ღვინო და გასინჯეთ ქართული ღვინო“, - ამბობს დებრა მეიბურგი.