როგორ აისახება ლარის არასტაბილურობა ბიზნესზე?

მკვეთრი გაუფასურებიდან სწრაფი გამყარებისკენ და პირიქით - ზაფხულის სეზონის მიუხედავად, ლარის კურსი წლის განმავლობაში არსებულ ტენდენციას ინარჩუნებს და არასტაბილურობით გამოირჩევა. ლართან დაკავშირებული არაპროგნოზირებადობა კი ყველაზე დიდ გავლენას ბიზნესსექტორზე, მის საქმიანობასა და გადაწყვეტილებებზე ახდენს. კურსის ხშირი ცვლილება ბიზნესისთვის სხვადასხვა მიზეზით უარყოფითი შედეგების მომტანია. ამ დროს რთულია გრძელვადიანი გეგმების დასახვა. ასევე, დგება საინვესტიციო პროექტების გადახედვის საჭიროებაც. ყველაზე პრობლემურად კი ბიზნესსექტორი იმას მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის ცვლილების გამო მათ ხარჯების კორექტირება უწევთ.

ვიდეო იხილეთ PALITRANEWS-ზე