თბილისში ახალი სპორტული კომპლექსი  აშენდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ

თბილისში ახალი სპორტული კომპლექსი  აშენდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ოლიმპიკს” ქალაქ თბილისში, ნოდარ ბოხუას ქუჩა N13-ში მდებარე 29322 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობები გადასცა.  აღნიშნული ქონება სააგენტომ შპს „ოლიმპიკს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით 1 000 000 ლარად გადასცა.

გადაცემულ  უძრავ ქონებაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობა არის დაგეგმილი. კომპლექსი მოიცავს სპორტულ მოედნებს, 2 000 ადამიანის ტევადობის ტრიბუნას, კვების ობიექტებს და ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზებს. სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის და ინფრასტრუქურის მოსაწყობად შპს „ოლიმპიკი“ მთლიანობაში 4 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

(NASP)