იაპონიაში ვიდეომაგნიტოფონების წარმოება ივლისის ბოლოდან შეწყდება

იაპონიაში უკანასკნელ ვიდეომაგნიტოფონს ვიეიჩესის ფორმატით მიმდინარე თვის ბოლომდე გამოუშვებენ.

კომპანია ფუნაი ელექტრიკი ვიდეომაგნიტოფონებს 33 წლის განმავლობაში აწარმოებდა. გასულ წელს კომპანიამ მხოლოდ 750 ვიდეომაგნიტოფონის გაყიდვა მოახერხა, ეს იმ ფონზე როდესაც გაყიდვების პიკში 15 მილიონ ერთეულ ვიდეომაგნიტოფონს ყიდდა.

ვიდეომაგნიტოფონი გაყიდვაში 70-იანი წლებიდან გამოჩნდა, ხოლო შემდეგ ის DVD ტექნოლოგიამ ჩაანაცვლა. Panasonic-მა ვიდეომაგნიტოფონების წარმოება ჯერ კიდევ 2012 წელს შეწყვიტა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე