ხრიკები, რომლითაც სუპერმარკეტები მომხმარებელს ატყუებენ

მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მდებარე სუპერმარკეტებს აქვთ მარკეტინგული ხრიკები, როგორც აცუდნონ მომხმარებელი და აყიდინონ ნივთი, რომლის ყიდვაც დაგეგმილი არ ჰქონდა.

გთავაზობთ სუპერმარკეტების ხრიკებს, რომლითაც ისინი მომხმარებელს ატყუებენ.

მაღაზიაში ჩართული მუსიკა

ფსიქოლოგების განცხადებით, სუპერმარკეტში შესული ადამიანის ტვინი მუსიკით კონტროლირდება.

ბრიტანული გამოცემა Journal-ის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრებში უმეტესად წყნარი, მშვიდი მუსიკაა ჩართული, რაც მომხმარებელს „აიძულებს“ იყიდოს ნივთი, რომლის ყიდვაც დაგეგმილი არ ჰქონდა.

დანამული ხილ-ბოსტნეული

ალბათ, შენიშნული გექნებათ, რომ ხილ-ბოსტნეული თაროებზე ყოველთვის დანამულია. ამით მაღაზიის მფლობელები ცდილობენ თქვენს დარწმუნებას, რომ ხილიც და ბოსტნეულიც ახალი მოკრეფილია.

იყიდე ერთი, მიიღე მეორე საჩუქრად

მაგიური ფრაზის - იყიდე ერთი, მიიღე მეორე საჩუქრად მოსმენის შედეგად, თქვენ ფაქტობრივად, უძლური ხართ უარი თქვათ შეთავაზებაზე. ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გაყიდინონ პროდუქტი, რომელიც შეიძლება საერთოდ არ გჭირდებათ.

საყიდლების კალათი

მარკეტინგის ცნობილი კონსულტანტი მარტინ ლინდსტრიომი ამტკიცებს, რომ მას შემდეგ რაც საყიდლების კალათის ზომა ორჯერ გაზარდა, მომხმარებელთა მიერ შეძენილი პროდუქციის რაოდენობა 19%-ჯერ გაიზარდა.

ბაგეტი

ქაღალდში ლამაზად შეფუთული და მადისაღმძვრელი სურნელის მქონე ბაგეტი ძალიან მიმზიდველად გამოიყურება. თუმცა, სპეციალისტთა განცხადებით, ასეთი ბაგეტები მეორე დღეს ფაქტობრივად დაძველებულია. ამის თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები გირჩევენ, რომ ბაგეტები მაცივარში, ჰერმეტულ პარკში შეინახოთ.

ე.წ. ვაკუუმის ეფექტი

იმპულსურ მყიდველებს ყველაზე დიდი „დარტყმა“ სალაროსთან ადგებათ. როგორც წესი, სალაროსთან განთავსებულ თაროებზე სხვადასხვა წვრილმანი და გასართობი ნივთი დევს, რომელიც ადვილად იპყრობს რიგში მდგომი მომხმარებლის ყურადღებას.

თაროზე განთავსების წესები

როგორც წესი, უფრო ძვირად ღირებული პროდუქცია თაროზე თვალის გასწვრივ სიმაღლეზეა განთავსებული. ეს წესი პრაქტიკულად ყველა სუპერმარკეტში მოხმდებეს. ხშირად მყიდველი სწორედ იმ ნივთს ყიდულობს, რომელსაც პირდაპირ თაროზე ხედავს და ყურადღებას აღარ ამახვილებს ქვედა თაროზე მდებარე იმავე სახეობის პროდუქტზე, რაც როგორც წესი, უფრო იაფი ღირს.