საქართველოში პროექტი - "ფისტა ჩვენს ოჯახში" დაიწყო

დაიწყო საქართველოს ფისტის ასოციაციის ახალი პროექტი - ,,ფისტა ჩვენს ოჯახში.”

პროექტის ფარგლებში ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება ეძლევა, გახდეს ასოციაციის წევრი და მიიღოს სამი ნერგი საქართველოს ტერიტორიაზე დასარგავად.

,,ასოციაციის აკადემიური საბჭო დააკვირდება კულტურის განვითარებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მონიტორინგი საშუალებას მოგვცემს რეალურად გავარკვიოთ, რა ტერიტორიებია ვარგისი ფისტას კულტურისათვის. პროექტი ხელს შეუწყობს ამ კულტურის გავრცელებასა და მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლებას,”- აღნიშნავენ ,,საქართველოს ფისტის ასოციაციაში.”

პირველი პროექტი, რომელიც საქართველოს ფისტის ასოციაციამ განახორციელა, იყო ფისტის ბაღი საქართველოში. პროექტში დღესაც გრძელდება და მასში მონაწილეობის მსურველებმა რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილონ. მას შემდეგ, რაც მომავალ მებაღესთან გაფორმდება ხელშეკრულება, მას გადაეცემა ნერგების შესაძენი ვაუჩერი და ასოციაცია ბაღის მოწყობისთვის შესაბამის კონსულტაციას გაუწევს.

,,საქართველოს ფისტის ასოციაცია” 2016 წლის მაისში დაფუძნდა.

ქრისტინე გამთენაძე