დიზაინერები ზარას პლაგიატში ადანაშაულებენ

ტანსაცმლის მწარმოებელი ცნობილი ესპანური ბრენდი "ზარა" ამერიკელმა დიზაინერმა თიუზდეი ბასენმა პლაგიატში დაადანაშაულა.

გამოცემა The Fortune-ის ინფორმაციით, დიზაინერმა განაცხადა, რომ "ზარა" მის ნამუშევრებს იყენებდა. თიუზდეი ბასენმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამში გამოაქვეყნა საკუთარი ნამუშევრების მაკეტები, რომელიც მისი მტკიცებით, ზარას აქვს გამოყენებული. ბასენის გარდა, სულ მცირე 11-მა დიზაინერმა განაცხადა, რომ ესპანური ბრენდი მათი ნამუშევრების დიზაინის მიხედვითაც ამზადებდა სამოსს.

ბასენის თქმით, მისი ადვოკატი "ზარას" დაუკავშირდა, თუმცა კომპანიაში განუცხადეს, რომ აღნიშნული ბრალდება უსაფუძვლოა.

ესპანურ ბრენდს პლაგიატში კიდევ ერთი დიზაინერი ადამ კურცი ადანაშაულებს, რომელიც აცხადებს, რომ ბრენდმა მისი ნამუშევრები გამოიყენა.