ჩინური ტაქსის კომპანია Didi ამერიკულ Uber-ს ყიდულობს

ტაქსის გამოძახების ამერიკული კომპანია Uber-ი ჩინურ სატრანსპორტო კომპანია Didi Chuxing-თან ბიზნესს გაიყოფს.

სააგენტო “ბლუმბერგის” ინფორმაციით, 35 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმება კომპანია Uber China-ს შესაძლებლობას მისცემს,  საწილო კომპანიის აქციების 20% გააკონტროლოს, დანარჩენს კი ჩინური მხარე გააკონტროლებს.

შეთანხმება ძალაში პირველ ნოემბერს შედის, რომელიც მოიცავს აკრძალვას, ორივე კომპანიის მომსახურების გადასახადი გარკვეულ ფასზე დაბლა არ დაწიონ.

Uber-ისა და Didi-ს წარმომადგენლები მიესალმებიან ამგვარ გადაწყვეტილებას.

Uber China ჩინეთში 2014 წლიდან ოპერირებს, თუმცა ის ამ დრომდე ვერ გახდა მომგებიანი. ჯერ კიდევ თებერვალში კომპანიამ ჩინეთში ერთი წლის განმავლობაში მილიარდიან ზარალზე განაცხადა. Didi Chuxing-ი კი ლიდერია ადგილობრივ ბაზარზე. მაისის თვის მონაცემებით, ის ადგილობრივი ტაქსების ბაზრის 87%-ს აკონტროლებს.

ორ კომპანიას შორის არსებულმა კონკურენციამ კი სატრანსპორტო გიგანტებს აიძულა მნიშვნელოვანი სუბსიდიები განახორციელონ, რათა დაფარონ გაიაფებული მგზავრობით მიყენებული ფინანსური დანაკარგები.

კოკა კვირკველია