ქართული საწებელი, მურაბა და ჯემი ჩინეთში ექსპორტზე გავა

საქართველოში ”ნენას” ეტიკეტის ქვეშ წარმოებული ჯემები და მურაბები მალე ჩინეთის ბაზარზე გავა.

ამის შესახებ ”ბიზნესპრესნიუსს” კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე დადიანმა განუცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჩინურ კომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ”ნენა”, რომელიც უკვე ევროკავშირის ბაზარზეც შევიდა, ჩინეთის ბაზარზე ექსპორტირდება.

”დაახლოებით, 30 სახეოაბას ვაწარმოებთ. ტყემლის საწებელა, ვაშლის, მსხლის, ლეღვის, სხვადსხვა ხილის ჯემები, მურაბები. ყველაფერი უნდა გავასინჯოთ ევროპელებსაც და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც”, - განაცხადა ალექსანდრე დადიანმა.

პროდუქციას ”ნენას” ეტიკეტის ქვეშ საწარმო ”აგრო ქედა” აწარმოებს. ამ ეტაპზე "ნენას" ბრენდით 15-მდე სახეობის ხილის მურაბა და ჯემი, საწებელი და ფელამუში გამოდის. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე ჯერ მხოლოდ მსხვილ სუპერმარკეტებში იყიდება. თუმცა როგორც კომპანიის წარმომადგენელი ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, წარმოების გაფართოება და რეალიზაციის გაზრდა უკვე დაგეგმილია.

ხილის საწარმო ჩოხატაურში მდებარეობს. პროექტი სახელმწიფო თანადაფინანსებით ,,კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ” განახორციელა