BP ჩინეთში უმსხვილეს აქტივებს ყიდის

ბრიტანული ნავთობკომპანია BP ჩინეთში უმსხვილეს აქტივს გაყიდის.

საუბარია კომპანიის 50%-იან წილზე ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელ საწარმო SECCO-ში.

გარიგება 2-3 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება.

წილის გაყიდვის მიზნით BP-მ უკვე დაიქირავა საინვესტიციო ბანკი.

"როიტერის" ცნობით, კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ საკუთარ აქტივებს ჩინურ საწარმოში სრულად ვერ აკონტროლებს.

გარიგების წარმატების შემთხვევაში, ეს იქნება BP-ის მნიშვნელოვანი სიგნალი ჩინური ბაზრის დატოვების შესახებ.

SECCO ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომლის მშენებლობაზეც 2,7 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯა.