მთავრობის მიერ ლუდის მწარმოებლებისთვის მიცემული დაპირება ამ დრომდე არ შესრულებულა

მთავრობის მიერ ლუდის მწარმოებლებისთვის მიცემული დაპირება ამ დრომდე არ შესრულებულა.კომპანიებსა და ხელისუფლებას შორის ლუდის აქციზის განაკვეთის საკითხთან დაკავშირებით გამართული არაერთი შეხვედრის მიუხედავად, გადასახადი არ შემცირებულა და ამ თემაზე გადაწყვეტილების მიღება უკვე, სავარაუდოდ, ახალი მოწვევის პარლამენტს მოუწევს. ბიზნესი ხელისუფლებასთან აქციზის 10 თეთრით შემცირების ორ გზას განიხილავდა, მათ შორის, აქციზის განაკვეთის პროდუქციის შემცველობაზე მიბმას. როგორც ლუდის მწარმოებელ კომპანიებში აცხადებენ, შემცირებული აქციზი მათ სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის განხორციელების და ბაზრის განვითარების შესაძლებლობას მისცემდათ, თუმცა ახლა ამ გეგმებზე უარის თქმა უწევთ. 2015 წლის 1-ლი მარტიდან ლუდზე აქციზის განაკვეთი 40-დან 60 თეთრამდე გაიზარდა, რასაც ბაზრის დაახლოებით 15%-იანი შემცირება მოჰყვა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე