"ამაზონმა" ვიდეოთამაშების კომპანია შეიძინა

„ამაზონმა“ ვიდეოთამაშების კიდევ ერთი კომპანია შეიძინა, რომელიც ონლაინ-სპორტის მოყვარულებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

საუბარია კომპანია Twitch-ის სერვისზე სახელწოდებით „Curse Voice“, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, ონლაინ-თამაშების დროს ერთმანეთს დაეკონტაქტონ.

„Curse Voice“-ს დაახლოებით ისეთივე ფუნქციები აქვს, როგორც „სკაიპის“ აპლიკაციას, თუმცა ყველაზე პოპულარული ხმოვანი ჩათის ფუნქციაა, რომლის მეშვეობითაც ონლაინ-მოთამაშეებს ერთმანეთის ხმის გაგონება შეუძლიათ.

„Curse Voice“ ონლაინ-თამაშების სფეროში იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობს, რომ გასულ წელს 30-მილიონიანი ინვესტირების მოპოვება შეძლო.